ხალხნო და ჯამაათნო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე გადამარჩინეთ როგორმე და ქიმიის კონსპექტი მომაძებნინეთ. ერთი დღით ადრე მომინდა ქიმიის სწავლა და სანამ მუღამზე ვარ ლინკები შემომაშველეთ
რამდენიმე გვერდს გადავხედე და ისეთი ნიშნები გიწერიათ ჩემი ნიშნებით აქ თავის გამოყოფა სირცხვილია

გეოგრაფია - 6.12 ( დამეფიცება მთელი წელი წიგნისთვის ხელი არ გადამიშლია. (უფრო სწორად გადამიშლია, მაგრამ წაკითხვით და სწავლით თავი არ მომიკვლია) გამოცდაზე ძირითადად რუკიდან შემხვდა სამუშაო და მაგან გადამარჩინა ალბათ. ვცოდვილობდი და რაღაცეებს რომ ვპოულობდი მიხაროდა )
ბიოლოგია - 7.12 ( გეოგრაფიისგან განსხვავებით ბიოლოგია შედარებით კარგად ვიცოდი. ეს ცოდნაც მხოლოდ და მხოლოდ ტესტების გაკეთებით შევიძინე და ავიმაღლე. რომ არა უზომოდ ბევრი საკითხი გენეტიკიდან, შედარებით მაღალ ნიშანს გამოვიტანდი. )
ხვალ ფიზიკა,

მაგრამ აქ მთლად უკეთეს ვითარებაში ვარ გეოგრაფიისგან და ბიოლოგიისგან განსხვავებით

1-2 საკითხზე ვჭედავ თორე სხვა დანარჩენში ბადალი არ მყავს

ძალიან მაღალს არა, მაგრამ 7-ზე დაბალი არ უნდა გამოვიტანო ჩემი აზრით
ქიმიაზე უკვე მოგახსენეთ და თქვენი დახმარების იმედი მაქვს