არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვიტყოდი, მარა მაღლივი მომეანტრა

უდაბური, მუდამ ქაოსი რომ სუფევს და იქ, ზევით არავინ არ იცის რა ხდება, რატომ ხდება, როდის ხდება და როგორ ხდება
პირველკურსელების ბრბო რომ ჩაგივლის და სახეზე რომ ეტყობათ - ჯერ არ დაუტოვებია თავისი კვალი "მაღლივში სტუდენტობას"
გამოცდაზე ბილეთს რომ ელოდები და მაინცდამაინც ბიბლიოთეკის კიბეებზე სხვისი მოყოლილი თემა რომ გხვდება, როცა სახლში 60-დან 57 ნასწავლი გაქვს

შიმშილით რომ კვდები და ქავთარაძეზე ჩასვლა გეზარება.
კაბას რომ ჩაიცვამ და ქარი თავზე გადაგაფარებს
დამლაგებლების მონოპოლია
საგნების არჩევის რბოლა

შენი ხელით გათხრილი სამარე, როცა მაინცდამაინც გიჟ ლექტორს ირჩევ, ან უბრალოდ ბაზა არ გეხსნება და გიწევს არჩევა.
და კიდევ რამდენი რამ, რაც ახლა რომ მახსენდება გულიც კი მწყდება რომ მორჩა და აღარასოდეს იქნება
This post has been edited by super fast jellyfish on 24 Oct 2013, 14:27