(IMG:
http://image.geotorrents.com/images/59007480556276034176.jpg)
IELTS (International English Language Testing System) ინგლისური ენის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამოცდაა. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ორ მილიონზე მეტი IELTS გამოცდა ბარდება.
IELTS-ის ჩაბარება გიღებთ ყველა კარს - ამ გამოცდის ჩაბარების შემდგომ შეგიძლიათ იცხოვროთ, ისწავლოთ და იმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. 8,000-მეტი ორგანიზაცია მსოფლიოს მაშტაბით აღიარებს IELTS გამოცდის სერთიფიკატს მთავრობების, აკადემიური და დასაქმებითი ინსტიტუტების ჩათვლით. ასევე, IELTS ინგლისური ენის ერთადერთი გამოცდაა, რომელიც მითითებულია საიმიგრაციო მოთხოვნებში იქ, სადაც საჭიროა ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენა.
IELTS გამოცდა გამიზნულია ინგლისური ენის გამოსაყენებლად თქვენ მიერ ახალი ცხოვრების დაწყებისას საზღვარგარეთ. სამ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში მიმდინარე გამოცდის შედეგად თქვენი ინგლისურის ცოდნა ყოველმხრივ შეფასდება - მოსმენის, კითხვის, წერისა და მეტყველების უნარ-ჩვევების საფუძველზე.
ინგლისურად კომუნიკაციის უნარ-ჩვევების შეფასების ყველაზე ეფექტური გზა პირისპირ კომუნიკაციაა. IELTS ინგლისური ენის ყველაზე ფართოდ აღიარებული გამოცდაა, რომელიც შეიცავს „ერთი ერთზე“ პრინციპით მიმდინარე სასაუბრო ტესტის კომპონენტს, გამიზნულს თქვენი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შესაფასებლად.
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ თქვენი ინგლისურის ობიექტურ და თანმიმდევრულ შეფასებაში, ვინაიდან IELTS შემუშავებულია ინგლისურის ენის ცოდნის შეფასების მსოფლიოში გამოცდილი ექსპერტების მიერ.
Source(s): http://www.britishcouncil.ge/exam/ieltsრეგისტრაცია :
https://ielts.britishcouncil.org/georgiaმარტივი ტუტორიალი ფორუმელის მიერ :
წინა თემის ბმული : IELTS © ისტერიკა
აქტიური მპოსტავები :gigajoj 133
bird*mad*gir l71
Tikooooo 50
marimari 42
Vergilius 40
NikoloZoid 39
Utopian 29
iverson 28
LOLZ 26
(IMG:
http://image.geotorrents.com/images/95419493704970643953.jpg)