ესაა ჩემი შედეგები, ქულა მყოფნის თავისუფლად.
IELTS academic:
Listening: 7.5
Reading: 7.0
Writing: 6.5
Speaking: 6.5
Overall: 7.0
მოკლედ, აღვწერ რა სიტუაცია იყო გამოცდაზე და რჩევებს დავდებ შეძლებისდაგვარად. გამოცდა ადრე ინიშნება, 9-ის ნახევარზე დამიბარეს, 3 დღით ადრე გამაგებინეს დრო. ზოგი 8-ზეც იყო დაბარებული, მაგრამ საბოლოოდ გამოცდაზე 10 სთზე შევედით. დეკემბერში ბევრი ხალხი იყო ძალიან და მაგიტომ ვერ მოესწრო ალბათ, მაგ საკითხში არც ისე კარგად იყო ორგანიზებული. საათნახევარი ვიდექით და ველოდებოდით და ლოდინმა უფრო დამღალა მე პირადად, მაგრამ მიუხედავად ამისა, გირჩევთ, რომ დაბარებულ დროზე გამოცხადდეთ, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ყველა თვეს სხვადასხვანაირად ესწრება და ყოველთვის ადრე მისვლა ჯობს დაგვიანებას. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ, რომ სხარტი აზროვნება შეძლოთ გამოცდაზე, გამოცდა საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. მე, პირადად, უძილობამ ძალიან შემიშალა ხელი, გათიშული ვიყავი და იმ საათნახევრიანმა ლოდინმაც გამომფიტა საბოლოოდ.
თვითონ გამოცდა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ლისენინგს დინამიკში ვუსმენდით, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა და მაგ მხრივ არ ინერვიულოთ, არანაირი პრობლემა არ არის, ყველაფერი გადასარევად ისმის. სირთულის მხრივ 4-ივე ნაწილი საშუალო სირთულის იყო. რიდინგი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. თემებიც ნორმალური მოვიდა, task 1-ში 2 გრაფიკი იყო შესაჯამებელი: ერთი pie chart და მე-2 bar chart.
3 ნაწილის გამოცდის დღეს მაგიდაზე გვხვდება ფურცელი, სადაც წერია სფიქინგის დრო და ადგილი, იქამდე სფიქინგის დრო არ ვიცოდი. მე გამოცდიდან მე-3 დღეს მომიწია სფიქინგი. ნახევარი სთით ადრე მივედი და ეგრევე შემიშვეს, ჩემ გარდა მეტი არავინ ელოდებოდა მოსაცდელში და ეგეც ძალიან კარგი მომენტია, არავის ელაპარაკები და არც ისტრესები. კითხვები საშუალო სირთულის იყო, უბრალოდ, მაგ მხრივ გამართლებაზეა, რა თემატიკა შეგხვდება. თავიდან გამიმართლა, კარიერაზე, ჰობებზე, მუსიკაზე და წიგნებზე შემხვდა კითხვები, მერე შეცვალა თემა და ბავშვებზე მკითხა და აი მანდ დავიწყე ბლუყუნი, ვერ ვიტან მაგ თემებს

კიდევ რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ გამოცდა ფანქრით იწერება, ლისენინგი და რიდინგი. ესე შეგიძლიათ კალმითაც დაწეროთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ფანქრით ჯობია, იმიტომ, რომ შავად დაწერის დრო არ არის და რამე თუ შეგეშლებათ, წაშლით ეგრევე.
მომზადებას რაც შეეხება, იქამდე ინგლისურს ვსწავლობდი, რა თქმა უნდა, წლების წინ, მაგრამ კონკრეტულად ამ გამოცდისთვის 2 თვე ვემზადებოდი ჩემით, არ მივლია არსად, ისიც დიდად არ გადავყოლილვარ, მაგრამ რაღაც სტრატეგიები მქონდა, მაგალითად, ielt-ის word list არსებობს 5 ცალი და ეგ სიტყვები კარგად ვისწავლე, ფილმებს მარტო ინგლისურად ვუყურებდი, ქართულად 1 ფილმიც არ მინახავს მაგ პერიოდში და ინტერვიუებს ვუყურებდი კიდევ, ძირითადად ბრიტანელი მსახიობების ან მუსიკოსების. უნდა ეცადოთ, რომ სწავლის პროცესი სასიამოვნო გახდეს, ან რაღაც აქტივობები, რომლებიც ენას გაგიუმჯობესებთ, ყოველდღიურ საქმიანობად აქციოთ.
მოკლედ რთული არაა საერთოდ, სწორი სტრატეგიაა საჭირო და საშუალო დატვირთვითაც შეძლებთ ჩაბარებას და 6-7 ქულის მიღებას. 7+ ქულა თუ გჭირდებათ, გაცილებით მეტი შრომა უნდა მაგას. სფიქინგისთვის გირჩევთ Mat Clark - ielts speaking-ის წაკითხვას, ძალიან დამეხმარა და ჩემი აზრით, მაგ წიგნის წაუკითხავად არავინ უნდა გავიდეს ამ გამოცდაზე (ინტერნეტში დევს pdf) : )
რამდენი ვწერე, მაგრამ არაუშავს, თავის დროზე ვეძებდი მეც ესეთ პოსტს და ვერ ვნახე და დარწმუნებული ვარ, გამოადგება ხალხს

.