TetGiorgssonახლა გამოქვეყნდა რა 2012
ვინც 2012-2013 წელს ჩAაბარა მაგათ შეუძლიათ
კურიერში გამოაცხადეს და ფორუმზე ერთი 3 თემაა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაშიhttp://newsday.ge/index.php?newsid=2794http://www.mod.gov.ge/index.php?newsid=2776და წაყვანით რავი რამდენს წაიყვანენ
მე არამგონია დამბრაკონ

6750 ლარი კარგია რომ დაზოგო
ადრეც მინდოდა მაგრამ გაუქმებული იყო

--------------------------------------------------
აი დადგენილებაც ვიპოვე
N 261 2014 წლის 31 მარტი ქ. თბილისი
სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ
მუხლი 1. სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. სტუდენტები, რომლებმაც 2012 და 2013 წლებში ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს ან/და ნაწილობრივ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და საკუთარი სურვილით არა უგვიანეს 2014 წლის მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევამდე აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების მიზნით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაში გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამავე პუნქტში მითითებული პირების დათხოვნა.
6. სტუდენტის მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული პრივილეგიები არ გავრცელდება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა მის ამოწურვამდე შეწყდება სტუდენტის მიერ ან სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
This post has been edited by Present> on 3 Apr 2014, 18:56