გილოცავ ტეტ

ეს შენ საჩუქრად : მუხლი 8
1. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა
და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო
სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო,
პედაგოგიური და სახელოვნებო მოღვაწეობისა. არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს
პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. გამონაკლისია
შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის
საფუძველზე თანამდებობრივად ევალება სხვა თანამდებობის შეთავსება.
2. თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია
შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ
დროში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს, მისი უფლებამოსილება წყდება და პარლამენტი აირჩევს ახალ
საქართველოს სახალხო დამცველს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278