lineikaარ დაგზარდები და გიპასუხებ ყველაფერზე რაც მე პირადად ვიცი, იმიტომ რომ მეც ასე კითხვა-კითხვით გავარკვიე ყველაფერი და ვიცი რა კარგია ვიღაცა რომ გპასუხობს კითხვებზე

ჯერ დავიწყოთ ზოგადი საკითხებიდან.
პირველი: ACCA-ს აქვს 2 ენოვანი პროგრამა: ინგლისური და ქართული
ანუ სწავლობ და გამოცდებს აბარებ ან ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ამას შენ ირჩევ რომელი გინდა.
მეორე: ACCA-ს აქვს არჩევანი ისწავლო ლექციებზე დაუსწრებლად ან იარო ლექციებზე. დაუსწრებელი მხოლოდ ინგლისურ პროგრამას აქვს როგორც ვიცი, ლექციები კი ქართულ სექტორზეა და მგონი ახლა ინგლისური ლექციებიც დაუმატებიათ.
მესამე: გამოცდები (წიგნები) დაყოფილია 3 ეტაპად.
საწყისი 3 წიგნი (F1დან F3)
სქილები 6 წიგნი (F4-F9)
პროფესიული 5 წიგნი
მე პირადად ინგლისურზე ვარ, დაუსწრებელზე და ეს ბაფის ამბები და ა.შ არ ვიცი, ამიტომ შეიძლება რამე შემეშალოს და იმედია ვინმე ქართულ სექტორზე მყოფი წაიკითხავს და შეასწორებს.
ინგლისური პროგრამა საკმაოდ ძვირია, ფასები მოიცავს შემდეგს:
ა)პირველადი რეგისტრაცია (ერთჯერადი) 79 ფუნტი (235 ლარი)
ბ)წლიური საწევრო (ყოველი წლის დასაწყისში) 85 ფუნტი (305 ლარი)
გ) გამოცდების საფასური (რამდენ წიგნსაც აიღებ) 1 წიგნი საწყისი ეტაპის ღირს 70 ფუნტი და სქილების 90 ფუნტი. უხეშად თუ აბარებ 2 გამოცდას სქილების გამოდის 180 ფუნტი
ეხლა შენ კითხვებს რაც შეეხება:
პირველი ის რომ იქიდან გამომდინარე რომ ხარ 26 წლის და აქამდე არ გისწავლია ბუღალტერია/ფინანსები არა მგონია გინდოდეს ინგლისურ სექტორზე სწავლა. ინგლისური არ ვიცი როგორ იცი, შეიძლება ძალიან მაგრად მაგრამ ეს სხვა ინგლისურია, პროფესიული და მგონი არ მოისურვებ ახალ საკითხებს + ინგლისურში გარკვევა დაამატო. ამიტომ ვისაუბროთ ქართულ პროგრამაზე.
ქართულ პროგრამას საქართველოში კურირებს
http://baf.ge/site/index.php?tid=33&color=...n&lid=33&sid=53უნდა დარეგისტრირდე ამათთან და იარო ლექციებზე, იმიტომ რომ ესენი არ გთავაზობენ დაუსწრებლად ჩაბარებს (შემისწორეთ თუ ვცდები) რადგან ამ ლექციებშიც უნდა აგართვან ფული. ამას გარდა რაღაცა ჟურნალის გამოწერის თანხა და ა.შ
ამათ საიტზე შევედი და ესენი უწერიათ გადასახდელებში (შემისწორეთ თუ ვცდები)
საწევრო 6 თვის 6 ლარი
გამოცდის საფასური 1 წიგნზე 180 ლარი
წიგნის საფასური 50-70 ლარი
ჟურნალის გამოწერა 6 თვე 36 ლარი
და ამას ემატება კიდე ლექციების საფასური?(ქართულ სექტორელებო

)
რაც შეეხება მუშაობის საკითხს. საკმაოდ რთული კითხვაა და სუბიექტური. შეიძლება 3 წიგნი გქონდეს და სამსახური იშოვო და შეიძლება 9 და ვერ იშოვო. ეს შენზეა დამოკიდებული.
ზოგადად რაც შეიძლება ითქვას არის ის რომ პირველი 3 წიგნი და განსაკუთრებით F3 გაძლევს პირველად ცოდნას ამ სფეროში, ეს არის ანა-ბანა რაც შენ იკითხე. პირველი 3 წიგნის ჩაბარების შემთხვევაში გაქვს შანსები რომ ეძებო სამსახური, სტაჟირება და ა.შ
შემდეგ უკვე მოდის "მაღალი დონის" გამოცდები უფრო და რაც მეტს აბარებ თავისთავად იზრდება შენი დასაქმების შანსები