Sento555777ამოცანა რომ დაწერო მთლიანად შეგიძლია?
ააა თუ ზოგადად გაინტერესებს ;დ
მოკლედ, დალტონიზმი არის X ქრომოსომაში და რადგან კაცებს ერთი X ქრომოსომა აქვთ, კაცებში უფრო ხშირია
მაგალითად თუ ასეა:
დედა Xd XD და მამა XD y
ანუ მამა ჯანმრთელია და დედა დალტონიზმის მატარებელია გენეტიკურად მაგრამ რადგან ორი X ქრომოსომა აქვს და აქედან ერთერთი ჯანმრთელია, ამიტომ არაა დალტონიკი
ამათი შვილებიდან ხოა ასეთი ვარიანტები: გოგოები- XDXD ან XDXd. პირველ შემთხვევაში სრულიად ჯანმრთელი იქნება და მეორე შემთხევვაში გენეტიკურად დაავადების მატარებელი, მაგრამ არ გამოვლინდება (როგორც დედა)
ბიჭების შემთხვევაში- XD Y ან Xd Y აქ პირველ შემთხვევაში ჯანმრთელი იქნება და მეორე შემთხვევაში აუცილებლად დალტონიკი
გოგო მარტო იმ შემთხვევაში იქნება დაავადებული თუ Xd Xd გამოვა. ამისთვის მამა აუცილებლად დალტონიკი უნდა ყავდეს და დედაც უნდა ატარებდეს გენეტიკურად ტალტონიზმის გენს
იმედია რამე მაინც გაგაგებინე

აუ პირიქითაა, დიდი D არის დაავადებული
:/
This post has been edited by SpecialK on 8 Jun 2014, 22:59