georgitoფუნქციაც მაგარი ადვილია :დ
ანუ ფუნქციაში გაქ Y და X მაქედან X არი დამოუკიდებელი რაც უნდა ის იქნება და X ის მნიშვნელობით განისაზღვრება მერე Y, შესაბამისად Y არი დამოკიდებული
ანუ დავუშვათ Y=3X+5 ეხა ეს რო ააგო X ის მაგივრად ჩასვი რამე რიცხვი ანუ 0 1(ნუ წრფივ ფუნქციაზე(გრაფიკი რო წრფივია ეგეთს წრფივი ქვია) 2 იც საკმარისია მარა მესამეც ჩასვი თავის დასაწყნარებლად თუ გინდა)
ანუ როცა X=1 შესაბამისად Y=8
მერე X=0 Y=5
X=2 Y=11
და ამ წერტილებს აიღებ სტანდარტულად საკოორდინატოზე რა და გაავლებ წრფეს(ანუ კონკრეტულად ამ წერტილებზე არ გააჩერებ ბოლომდე გააგრძელებ)
ხო როცა 2 ფუნქცია გიწერია და გადაკვეთის წერტილი იპოვეთო იმათ გაუტოლებ ერთმანეთს და რასაც მიიღებ X-ს იმას ჩასვამ მერე და მოგცემს Y საც და ეგ იქნება
ანუ როცა არი Y=3X+5 და მეორე ფუნქცია Y=8X-13 წერ ამას 3X+5=8X-1 ჩვეულებრივად ამოხსნი და ვსო
ნუ კიდე რავი წერტილი იქნება მოცემული და რომელ ფუნქციას ეკუთვნისო ესეც ხშირად მოდის
ჩვეულებრივად ჩასვამ იმ წერტილის კორდინატებს პასუხების ვარიანტებში რო ფუნქცია იქნება იმათში და საცა ტოლობა დაგიჯდება ეგ იქნება
ანუ გიწერია წერტილი (1;8)
ხო და პასუხებში 4 ფუნქცია გიწერია
4ვეში X ის მაგივრად სვამ 1-ს Y ის მაგივრად 8ს და ერთში დაჯდება იმენა ტოლობა მაგალითად ისევ ამაში ჩავსვათ Y=3X+5
8=3*1+5 ანუ 8=8 და ესეთ პასუხს შემოხაზავ რა
რავი თუ რამე გინდა ფუნქციაზე კიდე მკითხე, მარა რავი არმგონი ამის იქეთ რამე სერიოზული მოვიდეს
ჰო კიდე განსაზღვრის არე იპოვეო რო გეუბნება იქ უეჭველი წილადი ან ფესვი გექნება და წილადის მნიშვნელი ხო არ შეიძლება რო ნული იყოს ამიტო იმ წილადის მნიშვნელში რაც წერია იმას ამოწერ და დაწერ არ უდრის ნულსო, ამოხსნი იმ განტოლებას და ერთ წერტილს მოგცემს და ის წერტილი უნდა ამოაგდო, დაიცა ვნახავ სადღაც ეგეთ მაგალითს და დავწერ
This post has been edited by GeoSpeedcuber on 24 May 2014, 00:05