როცა ელარჯს ეხება საქმე, სირცხვილი რა მოსატანია.
t-90ერთ დღეში გაგიჭირდება კარგად დამახსოვრება.

აი ლაზური ხო როგორ ახლოსაა მეგრულთან, მაგრამ ერთ დღეში ვერ დავიმახსოვრებ ნაღდად 15 გვერდს.

მაგას ჯობია, დღეში 15-20 წუთი დაუთმო ხოლმე და რამდენიმე დღეში ისწავლო.
ინტერნეტშიც არის შაბლონები ამაზე და დაწყებამდე ვიფიქრე ამაზეც დღეს...
თუმცა, ვიფიქრე ბოლოს, ინდივიდუალური სახის ხომ არ ვქნა-თქო...
თუმცა, მაინც გადავხედავ იმ ქართულ-ჩეჩნურ სასაუბროს, პრობლემა არაა.
იქნებ გავითვალისწინო გარკვეული კომპონენტები.
მე უბრალოდ გავითვალისწინე მეგრულის დღევანდელი მდგომარეობა და მისი ადგილი და გამოყენების სფეროები ყოველდღიურ ცხოვრებაში და მაგის მიხედვით ვეცადე სასაუბროს აგებას...
ანუ, მაგალითად, ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე არის ქართულ-ინგლისური სასაუბროები:
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=24http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=24ნახე მანდ თემატურად არის დაყოფილი...
ბიბლიოთეკაში, ამინდი, საბაჟო, ტელეფონზე, რკინიგზის სადგურზე, პროფესია და სამსახური, ზოგადი ფრაზები, ბანკში, აეროპორტში, კინოთეატრი, დრო, გაცნობა, ორიენტაცია ქალაქში, ოჯახი, გაცნობა და ა.შ....
ახლა რომ დავუკვირდეთ, აქედან რამდენი დაგჭირდება რეალურად?
საბაჟოზე მეგრულად ილაპარაკებ? ან აეროპორტში?

ანუ, მეგრული რო იყოს ახლა ასე თუ ისე ცხოვრების ყველა სფეროში გამოყენებადი ენა, მაშინ მეტი შანსი იქნებოდა, რომ აქტუალური ყოფილიყო ეგენიც და შეიძლებოდა ფიქრი მათ სწავლაზეც.

მაგრამ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო ჯობია ფორმალურ მეტყველებაში საჭირო ფრაზები და სიტყვები ისწავლო, საწყის ეტაპზე მაინც, მეთანხმები?

ზოგადი ფრაზები, პროფესია და სამსახური, ქალაქში/სოფელში ორიენტაცია, ოჯახი, დრო და მსგავსი საკითხები რომ მოვიცვა მაგ სასაუბროში, უფრო მართებული იქნება, ჩემი აზრით.

თორე, აბა ახლა რომ მივყვე, ვიკიპედიაში მუშაობის დროს იმდენი ცოდნა შევიძინე, ბევრ სფეროზე შემიძლია გავაკეთო, იდეაში, მაგრამ ბევრ მეგრელსაც გაუჭირდება მათი გაგება და რამდენად გამოგადგება დღეს, შენ ხომ იმისთვის გინდა სწავლა, რომ მეგრელებთან შეგეძლოს საუბარი ასე თუ ისე.

მოკლედ, ამ წუთისთვის ასეთი მდგომარეობაა:
რიგობითი რიცხვითი სახელები;
რაოდენობითი რიცხვითი სახელები;
ოჯახი;
ცხოველები და ფრინველები;
კვირის დღეები;
წელიწადის დროები;
თვეები;
ზოგადი ფრაზები;
ქალაქში/სოფელში ორიენტაცია;
დრო.
აი ამეებზე მაქვს გაკეთებული ჯერჯერობით.
ამ დღეებში მოვიცლი და შევავსებ, დავხვეწავ უფრო და გამოვაქვეყნებ მერე ნეტში.
This post has been edited by ფორცხოლი on 31 May 2014, 01:39
. .