maxviliჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებ ამ საკითხზე.

მიმაჩნია, რომ ჩვენი მემკვიდრეობაა ქართველური ენები და უნდა შევინარჩუნოთ ისინი.
არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ამისთვის.
მართალია ნელ-ნელა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა ამ აზრს.
ენის შენარჩუნების საკითხში მთავარი ფუნქცია ეკისრება ენის მატარებელს, ბუნებრივია.
აიმტომ, მე ვთვლი, რომ ამ ენებს ყურადღება უნდა მიექცეს უფრო რეგიონების დონეზე.
სკოლაში სწავლება ახსენე და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არის ხალხი, ვინც თვლის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ისწავლებოდეს სკოლებში ეს ენები, არ მიმაჩნია, რომ აუცილებელი იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ დონეზე სწავლება.
დანარჩენ რეგიონებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ მინიმუმი, რაც უნდა ისწავლებოდეს, ეს არის ქართველური ენების მოკლე კურსი, სადაც შევა ზოგადი ცნობები, გრამატიკის შედარებითი ანალიზი, გარკვეული რაოდენობით ლექსიკური მარაგი და ფრაზები...
ამისთვის კი არაა საჭირო რაღაც კოლოსალური რესურსების ხარჯვა სახელმწიფოს მხრიდან. არც 8 და 10 წლის ამბავია ამის სწავლება...
ეს იმისთვის იქნება კარგი, რომ ადამიანს არ ჰქონდეს გაუცხოება ქართველური ენების მიმართ, რაც დღეს არ წარმოადგენს იშვიათობას...
ამასთანავე, ეს ხელს შეუწყობს ერის კიდევ უფრო მეტად შეკავშირებას და ერთობის განმტკიცებას...
ხოლო, ვისაც სასაუბრო დონეზე ენდომება ამ ენების სწავლა, მათთვის უნდა შეიქმნას სხვადასხვა რესურსები.
არ წარმოადგენს დიდ პრობლემას თვითმასწავლებლის გამოცემა, ან სხვადასხვა საიტების გაკეთება...
ეს რამე კოლოსალურ დროსთან და რესურსებთანაც არაა დაკავშირებული...
მაგალითად, არსებობს ენების სასწავლი პოპულარული საიტი ,,ლაივმოკა", სადაც მეგრულის კურსებოს დამატების უფლებაა მოპოვებული, პროგრამაა შესადგენი ოღონდ... ხმების მიცემა მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში და ძალიან ბევრმა ადამიანმა მისცა თურმე ხმა მეგრულის დამატებას.
This post has been edited by ფორცხოლი on 30 May 2014, 01:18
. .