K_M_HUNTERასე მარტივად არ არის ამ სიტყვის საქმე.

არ არის ქართულში ზუსტი, პირდაპირი შესატყვისი.
ვრცლად იხილე ამ სიტყვის შესახებ:
* * *
პოლინეზიური „ტაბუს“ სემანტიკური ეკვივალენტი ქართველურ ენათაგან მხოლოდ მეგრულშია შემორჩენილი და მას
ვაშინერს ეწოდება. ლექსიკონთა მიხედვით:
„არ შეიძლება; სახსენებელი არაა!“ (ქაჯაია IV:236). აზრობრივად,
ვაშინერს არა მარტო აკრძალვაა, არამედ ნიშნავს, რომ ქმედების თუ საგნის სახელის ხსენებაც (მეგრ. შინი/ა) შეუძლებელია“ (კვირტია 2001), „ტაბუ იგივეა, რაც ვაშინერს: უთქმელი, უხსენებელი” (გამსახურდია 1959:96)
ვაშინერს ფორმაში ეტიმოლოგიურად უნდა გამოიყოს შინ- „ხსენ“- ძირი, რომელიც სემანტიკურად შინუა/შინა ხსენება მასდარს უკავშირდება. ო. ქაჯაიას განმარტებით: „შინუა სახელი შინანს ზმნისა – ხსენება; შინა, შინი - გახსენება; ჭაჭანება; ხსენება: კოჩიში შინი ვარდუა „კაცის ხსენება არ იყოო“ (ქაჯაია IV:261)
განსახილველ ლექსემაში ასევე ეტიმოლოგიურად გამოსაყოფია -ერ _ მიმღეობის მაწარმოებელი სუფიქსი, რომელიც დღესაც პროდუქტიული აფიქსია. შინელი/შინერი „ნახსენები, ხსენებული“ ვნებითი გვარის წარსულ-დროიანი მიმღეობაა, სადაც -ელ/-ერ მიმღეობის მაწარმოებელია; ზმნური ფორმაა შინანს „ახსენებს“ (ქაჯაია IV:261): საყვარელი, თი ჸოროფა პატიოსანი შინელი (ქხს.I:478-9) „ნეტავი ის სიყვარული პატიოსანი ხსენებული“ . სენაკურ-მარტვილურში ლ/რ მონაცვლეობითაა მიღებული შინერი1 „ნახსენები, ხსენე-ბული“ (ქაჯაია IV:261), „ის, რაც დასაშვებია, რისი ხსენებაც შეიძლება“ .
ზუგდიდურ-სამურზაყანულში
შინერი საწყისი ფორმაა ზმნისა შინერს. მასდარები სხვადასხვა სუფიქსური მორფემითაც გვხვდება:
„შინერუა - სახელი შინერს ზმნისა - გება, რგება; შეხვდომა; ღირსად ყოფა; შესაფერისობა“ (ქაჯაია IV:261) შინერება
„ღვთის ნება; ღვთისგან დასაშვები“ (ქაჯაია IV:261)2. შინერს - „გარდაუვალი, სტატიკური ვნებითი. გება, რგება; შეხვდომა; ღირსად ყოფა; შესაფერისობა“ (ქაჯაია IV:261)
-ს მესამე სუბიექტური პირის მორფემა ჩანს (ვაშინერს თინა „აკრძალულია ის“ ), თუმცა არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც ამ ფუძის სინქრონიულ დონეზე ამ სახით დაშლას ეწინააღმდეგება: ერთი მხრივ ის, რომ მიმღეობები პირის მორფემებს არ ირთავენ და, მეორე მხრივ კი ის ფაქტი, რომ აუსლაუტში არსებული -ს ზმნას ყველა ობიექტური პირის ფორმაში ერთვის:
ვა-მ-(ი)-შინ-ერ-ს მა თინა „მეკრძალება მე ის“, ვა-გ-ი-შინ-ერ-ს/ვა-ჲ-შინ-ერ-ს სი თინა „გეკრძალება შენ“, ვა-უ-შინ-ერ-ს თის თინა „ეკრძალება მას ის“.სემანტიკა, რომელსაც ეს ლექსემა ატარებს, უკავშირდება არა შინ- ძირს, არამედ შინერ- ფუძეს, რომელიც სტრუქტურულად მიმღეობაა. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ შინ-ერ- დიაქრონიულად არის მიმღეობური წარმოშობის, ხოლო სინქრონიულ დონეზე საანალიზო შემთხვევისთვის ის უნდა გავიგოთ როგორც გაქვავებული ზმნური ფუძე, რომელიც არ იშლება. ვინაიდან პრობლემა ამ ფუძის მიმღეობად მიჩნევას უკავშირდება და ერთგვარ უხერხუ-ლობას ქმნის ისიც, რომ შინ-ელ-/შინ-ერ- დღესაც იშლება ძირისეულ და მიმღეობის მაწარმოებელ სეგმენტებად, მაგრამ საყურადღებოა, რომ მხოლოდ დაუშლელ ფუძეს უკავშირდება ტაბუირების, აკრძალვის სემანტიკა. ამასთან სენაკურ-მარტვილურში ხდება ფორმათა დამთხვევა: მიმღეობური შინ-ერ-ი ნიშნავს „გამოჩენილს, სახელოვანს“, ხოლო მისი ომოფორმა, წარმოშობით მიმღეობური შინერ-ი სინქრონიულ დონეზე მასდარია ზმნისა შინერს. ზუგდიდურ-სამურზაყანულში -ელ და -ერ სუფიქსიანი ფორმები სემანტიკურად გამიჯნულია:
შინელი კოჩი „გამოჩენილი კაცი“, შდრ: შინერი „აკრძალვა, ტაბუ“, კოც შინელს „კაცს გამოჩენილს“, შდრ. შინერს „დასაშვებია“. შდრ: სენაკურ-მარტვილური: კოს შინერს „კაცს გამოჩენილს“, შინერს „დასაშვებია“.შინერ- ფუძე არ დაირთავს ზმნისწინს, მაგრამ შეიძლება გართულებული იყოს უარყოფითი ვა- ნაწილაკით: ვაშინერს. აკრძალვა-დასაშვებობის სემანტი-კური ოპოზიციისათვის აუცილებელი არ არის მტკიცებითი ქო- ნაწილაკის დართვა, როცა ფორმა წართქმითია: შინერს („დასაშვებია“) – ვაშინერს („დაუშვებელია“); კითხვითი ფორმის დროს ორივე ირათვს ო-ნაწილაკს, რომელიც ხშირად ჩაკითხვის ინტონაციას წარმოშობს: ქოშინერსო ბიძისკუაქ ბიძისქუა დონათასჷნი?
„დასაშვებია, ბიძაშვილმა ბიძაშვილი რომ მონათლოს?“ ქოშინერსო დღახუს ჸვანას მუშობა? „დასაშვებია უფლის დღესასწაულზე ყანაში მუშაობა?“ თი ძღაბი მა ვამიშინერს, ართ ბაბუშჷ გამნარყ ვორეთჷ „ის გოგო ჩემთვის [ცოლად] აკრძალულია, ერთი ძირიდან (ბაბუადან) მოვდივართ“.ვა- და ქო- ნაწილაკები დაერთვის არა მხოლოდ მესამე, არამედ I და II ობიექტური პირის ფორმებსაც: ვა-მიშინერს / [ქო]მიშინერს (მე), ვაიშინერს / [ქო]გიშინერს (შენ). მაგრამ მესამე პირის ფორმის სემანტიკა გაფართოებულია (რაც სავსებით ლოგიკურია იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ იგი ყოველთვის აღნიშნავს არა მოუბარს ან თანამოუბარს, არამედ იმას, რაც მათ გარეშეა, ანუ ამის საფუძველი, ზოგადად, მესამე პირის სემანტიკაა) და ხშირად იხმარება არ მხოლოდ ტაბუირებულ საგანთა ან მოვლენათა, არამედ ზოგადად იმასთან მიმართებითაც, რაც მიუღებელია ზნეობა-მორალისა თუ ტრადიციის გათვალისწინებით: თენა თეშ ხოლო ვაშინერს „ეს ისედაც არ შეიძლება“.
წყარო:
ენათმეცნიერების საკითხები _ II, 2009
ქართველური ენები
რუსუდან გერსამია
მეგრული ვაშინერს
(სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი)
თუ მეტად დაგაინტერესებს, სრულ ტექსტს დავდებ.
This post has been edited by ფორცხოლი on 5 Nov 2015, 11:41
. .