GeoSpeedcubertbilisiforumშემოვიხედე და მოკლედ დავწერ
სკალირებაზე რო კარგად იცოდეთ რა და როგორ ხდება.
ყველა ერთი დონისაა.
ასე განზრახულად სისულელეა რო ერთს რთული მიუტანონ მეორეს მარტივი.
სკალირებული ქულა ნიშნავს შენ ვარიანტში რამდენ პროცენტს აჯობე.
თუ შენ ვარიანტში 70 ქულით აჯობე 90 პროცენტს და ვიღაცამ სხვა ვარიანტში 60ით აჯობა მაშინ ერთნაირი სკალირებული ქულები გექნებათ. (ეს რიცხვები პირობითია. იმდენი აბიტურიენტია რო ასეთი დიდი სხვაობა ვერ იქნება ქულებს შორის. მაქსიმუმ 2 ქულა)
ყველა ვარიანტის სირთულე იგივეა. ნუ მაგათი მიზანი არის რომ ეგრე იყოს.
საშუალო ქულა არ განსაზღვრავს არავის სკალირებულ ქულას.
ორ ვარიანტს შორის შეიძლება მოხდეს ისეთი რამე რომ
პირველის 70 = მეორეს 68ს
და პირველის 38 = მეორეს 40ს
სირთულე ყველასთვის იგივე არაა.
შეიძლება ერთი და იგივე ტესტი, იმისთვის ვისაც 50 აქვს მიზნად ადვილი ტესტი იყოს და ვისაც 70ზე მეტი იმისთვის რთული. ამიტომ ერთბაშად ვერ იტყვი რომელიმე ვარიანტი უფრო რთული იყოო.
ასე რომ არ ინერვიულოთ რთულ და ადვილ ვარიანტებზე.
არავის გამიზნულად არ მიუტანენ რთულს.
ნაღდია ეს. თავის დროზე ბოლომდე შევისწავლე სისტემა
[/B][B][B][/B]
This post has been edited by ბახსო on 21 Jun 2014, 03:33