gigajoj
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9772
წევრი No.: 126337
რეგისტრ.: 23-January 11
|
#41498671 · 2 Jul 2014, 19:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განათლება მხოლოდ კონკრეტული დარგის სპეციალისტების მომზადებას კი არა ადამიანების მორალურ ჩამოყალიბებას გულისხმობს.
დღესდღეობით, საზოგადოების დიდი ნაწილი, მიიჩნევს, რომ სკოლისა და უნივერსიტეტის ძირითადი დანიშნულებაა ადამინისთვის შესაბამისად ზოგადი განათლების მეცემა და მისი პროფესიონალად ჩამოყალიბება. მაგრამ რეალობა, სულ სხვანაირია და უნდა ვაღიაროთ, რომ ურთიერთობის უნარჩვევისა და მორალის არ ქონის გარეშე ადამიანი თვით ინდივიდად ვერ შედგება.
უპირველს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, უნივერსიტეტში და სკოლაში სწავლისას ჩვენ მხოლოდ განათლებას არ ვიძენთ, ახალ მეგობრებს ვიჩენთ, შეიძლება ესენი იყვნენ ჩვენზე უმცროსები, უფროსები ან თანატოლები. მათთან ურთიერთობით ვსწავლობთ ბევრ რამეს, მაგ: მასწავლებლები გეზს გვაძლევენ, როგორ მოვიქეთ საზოგადოებაში, რა არის სწორი და რა - არა. ისინი თავიანთ გამოცდილებას ჩვენ გვიზიარებენ და გარკვეულწილად, მშობლების მსგავსად მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს მორალურად აღზრდაში. შემიძლია კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც ჩემს მოსაზრებას თვალსაჩინოს გახდის. უნივერსიტეტში ჩემი ჩარიცხვის დროს, მხოლოდ ვფიქრობდი, რა უნდა მესწავლა იქ, რა უნდა გამოვსულიყავი და სად უნდა მემუშავა მომავალში. ჩემდაუნებურად არ მიფიქრია კონკრეტული საგანი ვის უნდა ესწავლებინა. თანატოლ მეგობრებთან ერთად, ბევრი უმფროსიც შევიძინე, რომლებიც მორალური ღირესებებით გამოირჩევიან, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ პროფესიონალიზმზე. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ეკონომიკის ლექტორი, რომელმაც მხოლოდ ეკონომიკა კი არა, არამედ ზოგადად ცხოვრების პრინციპი და ჩვენს საქმიანობაში წარმატების ფორმულა გვასწავლა.
მეორე მხრივ, ერთ-ერთი ფილოსოფოსის მტკიცებით, სამსახურში აყვანისას დამსაქმებელი საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარჩვევებს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე აპლიკანტის განათლებას და დიპლომს. უფრო მეტიც, განათლება მეხუთე ადგილზე დგას, ურთიერთობის, მორალისა და სხვა ფაქტორების შემდეგ. ვერ წარმომიდგენია, ადამიანს თუ ზრდილობა და მორალი არ გააჩნია როგორ უნდა გააგრძელოს მან კარიერული წინსვლა ნებისმიერ ორგანიზაციაში ან სამთავრობო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, ამ თემაზე მსჯელობისას გამახსენდა, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელიბიც ყურადსაღებია: ,,არც უწიგნურობა ვარგა და არც მხოლოდ წიგნებიდან გამოხედვა’’. მისი სიტყვები ალბათ ბევრს დააფიქრებს და შეაცვლევინებს ამ თემაზე თავის მოსაზრებას. მიხეილ ჯავახიშვილმა ,,ჯაყოს ხიზნებში’’ შესანიშნავად დაგვიხატა თეიმურაზის სახე. ზუსტად, რომ თეიმურაზს არ გააჩნდა მორალი, მიუხედავად მისი განათლებულობისა. აქვე გავიხსენებ იმსაც, თუ როგორ მხდალად დაუთმო თავისი ქონება და ცოლი ჯაყოს. ასევე, მინდა ავტორის სიტყვები მოვიშველიო, რომელსაც თეიმურაზზე ამბობს და ჩემს თვალსაზრიზს კიდევ ნათელს ხდის: ,,თეიმურაზმა არ იცოდა ის, რაც საზოგადოებას სჭირდებოდა, ხოლო რაც იცოდა ის საზოგადოებას არ სჭირდებოდა’’.
და ბოლოს, მიუხევადად იმისა, რომ შეიძლება ბევრს ჩემგან რადიკალურად განსხვავებული აზრი გააჩნდეს, მაინც, ღრმად მჯერა, რომ უნივერსიტეტისა და სკოლის დანიშნულება მხოლოდ განათლების მიცემა არაა. მასწავლებელი პირველივე კლასიდან დიდ როლს ასრულებს ინდივიდის ჩამოყალიბებაში და მის მორალურად აღზრდაში.
აბა ბავშვებო მოგწონთ?
|