
ისე რა ბოროტული დამთხვევაა, მაინცდამაინც მაღლივ-განივი რო განათავსეს ამ ხრიოკ და ამძ#ნერებულ პეიზაჟიან ტერიტორიაზე და არა ვთქვათ ჰუმანიტარები ან სოც. პოლები
ისედაც სასწავლო კურსების შინაარსის გამო ყველაზე მეტი დატვირთვა ეკონომიკა-ბიზნესზე და ზუსტებზე მოდის
გამოცდების დროს ხანდახან ისეთი მაღლივურ დიალექტზე დაწერილი თეორიები უნდა დაიზეპირო, რომ ყოველი გამოცდის წინ გიწევს მთელ შენს ცხოვრებისეულ ფასეულობებზე ხელახლა დაფიქრდე და პასუხი გასცე ფუნდამენტურ ადამიანურ კითხვებს, როგორიცაა რატო მიმყავს ყველაფერი ბოლო დღემდე, რათ მინდა საერთოდ ეს პროფესია, ვინ ვარ მე, ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას თუ ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას და ა.შ.
და ყოველივე ამის მერე, ისედაც უღიმღამო სტუდენტურ ცხოვრებას ზემოდან ემატება, რომ გრძელი ქვიზებიანი დღის და გამოცდის დამთავრებისას სადაც მაინცდამაინც ის საკითხი მოგივიდა რაც არ ისწავლე, იმის მაგივრად, რომ გამოხვიდე გარეთ და შეხვიდე მყუდრო კაფეში, პიცერიაში, პაბში ან დანქინ დონატში, ან სულაც დაჯდე პარკში და მეგობართან იბაასო რა სასაცილო ფილმი ნახე გუშინ, რა საინტერესო ვინმე გაიცანი - ჩამოდიხარ ბიბლიოთეკის კიბეებზე, გვერდს აუვლი საქონლის ფუნებს და წახვალ ავტობუსების გაჩერებისკენ, მოვა ავტობუსი და სხვა მოჟამულ სახიან სტუდენტებთან ერთად გაემართები სახლისკენ, სადაც ვიღაც მოწოდებით ტროლი აუცილებლად გკითხავს, თუ რა ქენი; უკეთესს შემთხვევაში, ხანდახან გამოგივა მეგობარი დაითანხმო და ერთად წახვალთ სადმე, სადამდე მისასვლელადაც მინიმუმ 10 გაჩერება გინდა და იქაც ან შეირგებ საჭმელს ან რაღაც მოხდება, იმიტომ რომ ყველაფერი ხო მაღლიველს უნდა მოუვიდეს
ამ დროს ჰუმანიტარები და სოც. პოლები თავიანთივე აუდიტორიებში წერენ შუალედურებს, ლექტორის ცალყბად ნათქვამ გადაღეჭილ ფრაზას "გადაწერები არ იყოს რომ რაიმე უხერხულობა არ შეიქმნას მერე" ფარისევლური ღიმილით დაეთანხმებიან და დაიწყებენ მერხის ქვეშ კონსპექტების შრიალს
გამოცდიდან გამოსვლიდან ორ წუთში უკვე შეკვეთა მაგიდაზე უდევთ და იმაზე წუწუნებენ, რომ ამ ბოლო დროს ეს პიცა ნამეტანი გაათხელეს და ასე თუ გაგრძელდა, მოპირდაპირე ქუჩაზე მოუწევთ გადასვლა ხოლმე მეორე პიცერიაში
ერთი სიტყვით, მაღლიველი სტუდენტი ორმაგი წნეხის ქვეშაა, რაც ვერ გაითვალისწინეს თავის დროზე. ამიტომ ხმა უნდა ამოვიღოთ და გავაპროტესტოთ