GeoSpeedcuberმე ჯერ ის გამიტყდა, მაღლივში რომ მარტო მოვხვდი. (ზოგადად მაღლივში მოხვედრაც, არ იყო დიდად აღმაფრთოვანებელი).
ერთი ორი სკოლელი კი იყო, მაგრამ მაგათთან დიდი ახლობლობა არ მქონდა.
მერე საგნები რომ უნდა ამერჩია, თურმე.
რესურს ცენტრში დამხმარეები ყავდათ, თუ არ იცოდი ვინ გინდოდა, ისინი გირჩევდნენ და მანდ მივედი.
იქ კი, ვიღაც გოგომ ატეხა ისტერიკა, ეს ლექტორი არ მინდაო, ვერ ვიტანო, საზიზღარიაო და იასნად მე ამირცია იმ ვირაც ქალმა ეგ ლექტორი

თან მაგ დროიდან იყო, რომ ჯგუფებმა აზრი დაკარგა.
ანუ, ყველა საგანში, ერთი ჯგუფი აღარ იყო სავალდებულო. შეგეძლო, სულ სხვადასხვა ჯგუფების არჩევა.
თან მანდ ხომ, პირველ კურსელს თავისუფლად შეუძლია მესამე კურსის საგნის არჩევა და პირიქით. მთავარია, წინაპირობა გქონდეს.
ხოდა გამოდის, რომ მხოლოდ ფაკულტეტთან კი არა, უნივერსიტეტის ყველა სტუდენთან გიწევდა ურთიერთობა,
იმ ჯგუფში კიდევ, რამდენიმემ მესამედ ვაბარებთო და მოკლედ მაგრად ჩავიქნიე ხელი.
მაგრამ, მერე მერე რაღაც გამოცდები გვაწერინეს და ელიტ-ჯგუფში გადამიყვანეს, საგნების ცხრილიც დამახვედრეს და სულ მედალოსნებსა და ეროვნულის პირველი ათეულის ხალხთან მოვხვდი.
მაგან, ცოტა გამომიკეთა გუნება.
იქ, მხოლოდ 60 კაცი იყო და ეს სამოცი კაცი ნაწილდებოდა სხვადასხვა ჯგუფებში სხვადასხვა საგნებზე.
შესაბამისად, უფრო ადვილი იყო ნაცნობების გაჩენაც.
პრინციპში, სამოცივეს ვიცნობდი მეტ-ნაკლებად, რადგან ლექციები ერთად გვქონდა. მაგრამ მე მხოლოდ ერთ-ორ საგანზე დავდიოდი და ამიტომ მაგ საგნის ჯგუფელებთან მეტად მქონდა, ახლო ურთიერთობა.
ბიჭებს ვიცნობდი, ყველას და ჯამში, მასე 30-მდე გამოდიოდა, მგონი.