სტუდენტებმა უნდა დაიცვან ეთიკის ნორმები როგორც სტუდენტებთან, ისე პროფესორებთან დამოკიდებულებაში, სააუდიტორიო მეცადინეობები ჩათვალონ როგორც საქმიანი შეხვედრები, გამორთონ ელექტრონული მოწყობილობები და ლექციებზე მივიდნენ დაუგვიანებლად. მეცადინეობებზე რეგულარული დასწრების გარეშე საეჭვოა, რომ მასალა მათ წარმატებით დაძლიონ. ასევე, ყველა სტუდენტი ვალდებულია დაიცვას აკადემიური პატიოსნება, დაუშვებელია გადაწერა და პლაგიატიზმი.
სტუდენტებმა უნდა წაიკითხონ მასალები მეცადინეობების დაწყებამდე. ამისათვის საჭიროა კვირაში 4–8 საათი დამოუკიდებელი მუშაობა. სტუდენტებმა უნდა დასვან შეკითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში. ეს საუკეთესო შანსია ტექსტში მოცემული ინფორმაციის გაღრმავებისათვის.
სტუდენტეებს ვურჩევთ, რომ ლექციებზე განხილული მარკეტინგის პრინციპები გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, წაიკითხონ სტატიები საქმიან პრესაში და დაფიქრდნენ მათთვის და სხვა მომხმარებლებისათვის, აგრეთვე ფირმებისა და მთლიანად საზოგადოებისათვის მარკეტინგის გამოყენების შედეგებზე, აგრეთვე იმ მიზეზებზე, თუ რატომ ყიდულობენ ადამიანები ამა თუ იმ პროდუქტს, როგორია მათზე არსებული ფასები, გაყიდვისა და სტიმულირების ხერხები, რომლებსაც ყოველდღე ვაწყდებით.
სტუდენტები უნდა ფლობდნენ EXCEL-ის პროგრამაში მუშაობის უნარ-ჩვევებს.
ტიპს სილაბუსში რა უწერია, როგორ არ უნდა შემეშინდეს