"როცა სააგენტოს პირველად მივაკითხე, რამდენიმე უნივერსიტეტი დამისახელეს, სადაც სწავლა შემეძლო. მათ შორის ყველაზე იაფი, ჯორჯიის უნივერსიტეტი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მე თქვენი ჯორჯია ამერიკული ჯორჯია მეგონა და არც კი მიკითხავს, დაბალი ფასით გახარებულმა იმ სააგენტოს დაუფიქრებლად გადავუხადე მთელი ჩემი დანაზოგი. ისინი ჩემი სწავლის გადასახადს 4 წლის განმავლობაში დაფარავენ, რადგან მათ თანხა წინასწარ მივეცი. ახლა ამერიკის ნაცვლად საქართველოში ვზივარ და მშობლების წვალებით ნაშოვნი და გამოგზავნილი ფულით განათლებას ვიღებ...
როცა მივხვდი, რაც დამემართა, ისეთი იმედგაცრუება დამეუფლა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, თან სააგენტო ფულს უკან აღარ დამიბრუნებდა და იძულებული გავხდი, თქვენს ქვეყანაში ცხოვრებასა და სწავლას შევგუებოდი. სიმართლე გითხრათ, აღარც სწავლა მინდა და არც - აქ ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მთელი ჩემი დანაზოგი სწავლაში გადავიხადე და სახლში ვეღარ დავბრუნდები."
(ც)ნიგერიელი სტუდენტი საქართველოში
Present>არა
* * *
"ძვირია თბილისში ცხოვრება?
- ნიგერიასთან შედარებით, ყველაფერი გაცილებით ძვირია. "
მოვიხოდეთ ნიგერიაში ბრაციი
This post has been edited by ilikeit on 14 Aug 2014, 18:07