აკადემიური წერა - მარწყვიშვილი არის ოქრო,ძაან ლაითად გაივლი,ყველაფერს ხსნის და ქულაც გექნება. (არ ვიცი ამ სემესტრში თუ წაიკითხავს). ლილი ხეჩუაშვილიც კარგია,უბრალოდ არ იქნება ამ სემესტრში. მაია მესტვირშვილი ძალიან კარგი პროფესიონალია,მაგრამ მითხრეს აკ.წერას იკიდებს ხოლმეო ანუ დიდად არ იხარჯება ლექციებზეო.
შესავალი სოციალური კვლევის მეთოდებში - ეკა ფირცხალავა

ლაითად გაივლი,უბრალოდ იარე ხოლმე და დავალებები დაუწერე ყველაფერი,ლექციებზეც იაქტიურე ცოტა,ერთი ისაა,რომ საგამოცდო ტესტი არ იყო მთლად გამართული,მაგრამ იმდენად კარგი ტიპია,უეჭველი ეს აიღე. თუ ისწავლი A-ის დადებ ნამდვილად.
სტატისტიკა - თვითონ აგირჩევენ,მე ბაბილუასთან გავიარე და რაც არ უნდა გეჩიჩინონ რომ ზაზა ხეჩინაშვილი უკეთესია არ დაიჯერო,ბაბილუას გირჩევ.
ინგლისური - მაია ბახტაძესთან ვიყავი და ძალიან კარგია

ინგის ლექტორებიდან ცოდნას მგონი მარტო ეგ გიტოვებს,ლექციაზე წამით არ ხარ მოდუნებული,სულ მომზადებული უნდა მიხვიდე და ლექციებზე იაქტიურო,მოკლედ გირჩევ ამას. თუ სწავლა არ გინდა და ქულა გინდა მხოლოდ,მაშინ ქომეთიანი. ამ საგანსაც თვითონ ჩაგისვამენ,მაგრამ მერე რედაქტირება შეიძლება.
სოციოლოგიის შესავალი - იაგო კაჭკაჭიშვილი,სხვაზე არც იფიქრო. ძალიან საინტერესო ლექციები ჰქონდა და კარგად შედგენილი საგამოცდო ტესტები. უბრალოდ დაგვიანება უყვარს.
პოლიტიკური მეცნიერების შესავალი - სალომე დუნდუა - ლექციაზე მასალას ძალიან მაგრად ხსნის (გადმოცემის კარგი უნარი აქვს). სემინარზე დოქტორანტებიც შემოდიან და ლადო თუ იქნა ეგ აიღე.ლაითად გაივლი. დუნდუა თუ ვერ ჩასვი,მაშინ ზვიად აბაშიძე აირჩიე.
ფსიქოლოგიის შესავალი - მაია მესტვირიშვილი. ჩემი საყვარელი ლექტორია

ზესაინტერესო ლექციები ჰქონდა და საინტერესო პერსონაა ზოგადად. ეცადე წინ დაჯდე ხოლმე,ხმადაბლა საუბარი უყვარს. მაიას თუ ვერ ჩასვამ,მაშინ ლილი ხეჩუაშვილი აიღე,კომპეტენცია საკმაოდ მაღალი აქვს,უბრალოდ სტუდენტებს ტესტები არ მოეწონათ.
სოც.მუშაობის შესავალი - ნათია სიბაშვილთან გავიარე მე. სემინარი არ აქვს,ლექციებზე დასწრება არაა სავალდებულო,ერთ პრეზენტაციას გაუკეთებ,მეორე შუალედურზე გამოცდა არ გექნება,შუალედურ ნაშრომს წერ ინტერვიუს საფუძველზე (მარტივი დავალებაა). მოკლედ,იდეალური ვარიანტია. საგამოცდოდ საკითხებსაც მოგცემს და თან საგანიც ადვილია.
ფსიქოლოგიის,სოციოლოგიის და პოლიტ.მეცნიერების შესავლები აუცილებლად გაიარე. მეიჯორის შესავალი პირველივე სემესტრში აიღე,რომ მერე გაგიხსნას მიმართულების საგნები და დანარჩენი დროები როგორც ჩაგიჯდება რა.
თუ დამიჯერებ და ამ ლექტორებს ჩასვამ,დამიჯერე არ ინანებ,პირველი სემესტრი იდეალური იყო ჩემთვის.
თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდება,მკითხე.
ქრისტე რომ დაბრუნდეს ესენი იმის ქადაგების მოსასმენად ბილეთებს გაყიდიან © cannabis
პატრიარქს არ აგინოთ, თორემ დანა მუცელში © vtbgeorgia2