მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ

აბიტურიენტებთან ძირითადი აქცენტი reading-ზე უნდა გაკეთდეს მარტივი პრინციპით - რაც უფრო კარგად გესმის ტექსტის შინაარსი, მით უფრო უკეთ აკეთებ მასზე "მიბმულ" ტესტს.
ახლა მაღაზიებში reading-ების საკმაოდ ფართო არჩევანია, სადაც ტექსტები სასწავლო მიზნითაა დამუშავებული და ტესტებიც ახლავს.
კარგად ვიყენებ პატრიცია არკეტისა და ლინდა ლის Reading&Vocabulary Development, რომელიც CNN-ის ტექსტებს ეყრდობა. სხვადასხვა დონის 4 წიგნია (თითოეულს სხვადასხვა დასახელება აქვს). აქედან სამის გავლა (თუ დრო და მოსწავლის დონე საშუალებას იძლევა, მეოთხისაც) ძალიან ეფექტურია სხვადასხვა თემატიკაზე ლექსიკური მარაგის "ასაკრეფად".
გრამატიკაში ყველაზე ნორმალურად მეჩვენება მერფი (ჯერ წითელი, მერე ლურჯი), Grammmarway (I და II წიგნი), მაიკლ სვონის The Good Grammar Book, აგრეთვე ზამბახიძეების "ინგლისური ენის გრამატიკა" თავისი სავარჯიშოებით. შემდეგ უკვე ცოდნის შესამოწმებლად - ამავე ავტორების "გრამატიკული ტესტები ინგლისურ ენაში აბიტურიენტებისთვის 2".
(ეს ქალბატონები თავიანთ გვარს წიგნებს ამაყად კი აწერენ, მაგრამ თვითონაც არ მალავენ, რომ ეს ტესტები და სავარჯიშოები სხვადასხვა ცნობილი ინგლისური წყაროებიდან აქვთ "გადმოქაჩული"

)
კარგია აგრეთვე ბი ჯეი თომასის ლექსიკური ტესტები (ლურჯი და ყვითელი).
(ეს სწავლაზე მეტად უკვე ნასწავლის განმტკიცებისათვის, როგორც ძველი მასწავლებლები იტყოდნენ

).
ამ წლიდან ეროვნულებზე listening-იც ბარდება, ისე, რომ საამისო მასალაც მოსანახია...
(ალბათ, რომელიმე წიგნში, რომელსაც აუდიო მასალაც მოჰყვება, ცალკე სახელმძღვანელო არ მახსენდება.)
გამოცდამდე ასე 2 თვის მანძილზე ეროვნულებზე წინა წლებში გატანილი ტესტების კეთება (ტესტის ფორმასთან შეჩვევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს!). მაღაზიებში იყიდება ქართველი ავტორების მიერ "კონტრაბანდულად მოკრებილი" იმავე ტიპის ტესტები, მათი გაკეთებაც შეიძლება

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
miss_spyთქვენს მიერ დასახელებული თითქმის ყველა წიგნი B2 დონისაა, ეროვნულებზე კი B1 დონე ბარდება...
არა, აბიტურიენტი რაც მაღალ დონეზე გადის, მით უკეთესი, მაგრამ მათი უმრავლესობა, სკოლის კარგი მოწაფეებიც კი, ჩვეულებრივ, A2-B1 დონეთა გასაყარზე მერყეობენ და მათთვის FCE -TOEFL-ის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი წიგნების მიცემა, არა მგონია, ეფექტური იყოს
This post has been edited by sandy on 3 Oct 2014, 12:05