thanos მუხლი 21. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე +
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით:
ა) ინიშნება მეურვე;
ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე (განჩინების გამოქვეყნებიდან კრედიტორთა კრების დღემდე შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 30 დღისა და არა უმეტეს 40 დღისა).
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან:
ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;
[ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით; ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან )]
გ) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;
დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;ე) საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
[21 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხმობა მიიღება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან )]
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან
გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
ამ გამუქებულზე იძახი? ისე მსგავსი ტერმინი ლაზარესგან არ გამიგია, შენ ეძახი ხო მასე?
ისე მაგ კანონში მაგ შინაარსით, რაც შენ გიწერია მუხლი არ მახსოვს მართლა

და დაპოსტე რა, რა მუხლია და რომელი ნაწილი გადავხედავ...
AnotherGirl,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლით განსაზღვრულია თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები. სწორედ დედაქალაქის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებებს მიეკუთვნება გარევაჭრობის რეგულირება.
2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში გარევაჭრობა ითვლება კანონდარღვევად. ამგვარი ქმედება იკრძალება და ისჯება. საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნა ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე ტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ფაქტობრივად, გარეთ ღია ვაჭრობა სადაც მიმდინარეობს, ყველაფერი გარე ვაჭრობად მიიჩნევა და იკრძალება.
აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები შემუშავებულია თბილისის საკრებულოს მიერ, მაგრამ უშუალოდ ადგილზე აკრძალვას შსს-ს უწყებები ახორციელებს, კერძოდ, საპატრულო პოლიცია.
გარევაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე ტერცია მუხლის თანახმად
კოდექსის თანახმად, გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით.
This post has been edited by teona55 on 7 Apr 2015, 22:53