დღეს მოვუსმინე ლისენინგს და ძალიან ადვილი კითხვებია , ზოგი ისეთი კითხვაა , რომ შემოსახაზავების სავარაუდო პასუხს ახსენებენ პირდაპირ ლაპარაკისას.
True and False -ს 90% სწორად ვაკეთებ 12 კითხვიდან საშუალოდ 2-3 შეცდომას ვუშვებ.
დასათაურებასაც კარგად ვაკეთებ.
ანუ სიტყვათა მარაგში არ მიჭირს და აზრის გამოტანაც არ მიჭირს, მაგრამ გრამატიკაში ვარ 0 .
ელემენტარულს ვსწავლობ რა.
პროსტა მასწავლებელმა მითხრა ბედი შენი, რომ გრამატიკა ნაკლებად არისო რა ერთი სავარჯიშოა მარტო გრამატიკული და მეორე თემა მაქ დასაწერი და გრამატიკა არ ვიცი და რა თემა უნდა დავწერო არ ვიცი, ანუ თემას ვერ დავწერ რა ალბათ საერთოდ.
თან ეხლა დავიწყე 2 თვეა რაც ინგლისურზე დავიწყე მომზადება მანამდე ვაფშე ჩაბარებასაც არ ვაპირებდი

- ქართულს რაც შეეხება კარგად ვიცი 80 ქულიდან ჩემი აზრით მინიმუმ 60 უნდა ავიღო რა.
- უნარებიც ისე რა ვიცი რა ნორმალურად.
- ისტორიაშიც მერხევა. ანუ კარიკატურები, რომ მოდის და ეგეთ რამეებს ვაკეთებ. მაგრამ წლებს არ ვსწავლობ მეზარება და თანმიმდევრობით დალაგება, რომ მოდის მეფეების მოვლენების მიხედვით ან კიდე შეცდომები , რომ უნდა იპოვო და გაასწორო მანდ დამერხევა რა.
კაროჩე ვერ მოვხვდები თსუ -ში აალბათ, არადა მანდვე ვცხოვრობ და მაგრად მეზარება შორს სიარული.
ილიაც კაია , მარა იურიდიული თსუ ჯობია ბევრადო ყველა მაგას ამბობს.