ჯანხოთელთან შრომის სამართლის ბილეთს ეწერა დრო 2 საათი. და მე ეს გავიგე გამოცდის დაწყებიდან 20-30 წუთში. ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ 3 საათი გვექნებოდა, ბილეთისთვის არც დამიხედავს. და ამ დროში თეორიის მეოთხედი რომ მაქვს ჯერ დაწერილი და რომ გავიგე თურმე საათ-ნახევარი მრჩება, უცბად დავწერე ის თეორია, უყურადღებობისგან უამრავი ხარვეზით და ბოლო 50 წუთში მოვითხოვე კაზუსი.
კაზუსი დამხვდა მთლიანი თაბახის ფურცელი, ორივე გვერდი გადავსებული იყო, თან წვრილი შრიფტით. ჯერ წაკითხვას და გააზრებას მოვანდომე 15 წუთი მაინც და მერე წერა რომ დავიწყე, რა სად მაქვს განხილული ვერ გაიგებ. სამოქალაქო კოდექსი უფრო დამჭირდა (მეგონა, სამოქალაქო ზოგადის და ვალდებულებითის კაზუსს ვხსნიდი), ვიდრე შრომის. ძლიერას კაზუსებს ვინც რთულს ეძახის, აშკარად ჯანხოთელის არ უნახავს.
და ასე 2 საათში ჩავეტიე ძლივს, მაგრამ ნაწერი არის საშინელი. აღარ ვიცი ჩაჭრაზე ვიოცნებო თუ 23 ქულაზე და B-ზე მაინც დავხურო

ჯანხოთელმა გამოგვიცხადა, არ ვიცოდი, 2 საათი თუ გქონდათო, მე 3 საათზე გავთვალე ნაწერი და გავითვალისწინებო.
მგონი, მაგან ისიც არ იცოდა, რომ შრომის კოდექსი შრომითი ხელშეკრულების მოშლას აღარ ითვალისწინებს, თეორიაშიც ეგ რომ მოიტანა და კაზუსშიც რომ ეწერა.
მოკლედ რა, მორალი. უნდა ამერჩია ეს ჩაჩავა
* * *
zaza1993თუ ლორიას კაზუსზეა ლაპარაკი, შარშან ვწერე და არ გაიქვითება-მეთქი და სწორი იყო