წიგნებს თავი ახეთქო რომ თსუ–ში მოხვდე? 
 სკოლაში ბოლო მინიმუმ 2 წელი მთლიანად გასართობად დავდიოდი
არასდროს არცერთ საგანში არ მოვმზადებულვარ რეპეტიტორთან
1 ნერვი არ ამტოკებია ეროვნულ გამოცდაზე
უნარები – ლოგიკური აზროვნება ჩემი დადებითი მხარეა
ლიტერატურა – მაქვს საკმაო ნიჭი წერის
გრამატიკა – მაქვს "გრძნობა" ქართული ენის, სულაც არ დამჭირვებია წიგნში ჩახედვა იმისთვის, რომ მცოდნოდა მძიმე სად დამეწერა
ისტორია – ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი საგანი, რომელშიც სკოლის გარეთ იმაზე მილიონჯერ მეტი ცოდნა მაქვს მიღებული, ვიდრე სკოლაში
ინგლისური – საგანი, რომელსაც უბრალოდ კარგად მასწავლიდნენ სკოლაში და უბრალოდ ჯდომითა და მოსმენითაც ვისწავლიდი
აბა კიდევ ერთხელ დასვი კითხვა :დ უკვე არასწორად ჟღერს.
ესე რომ ვიყავი მიჩვეული უსაქმურად ყოფნას და მაინც ყველაფრის კარგად ჩაბარებას, იმიტომ შემეტენა სამჯერ საგანი
რომ მეზარებოდა და ლექციებს კი არა, სემინარებსაც ვაცდენდი, იმიტომ შემეტენა სამჯერ საგანი
იმის თქმა მინდა, რომ გამიკრიტიკე სიზარმაცე, დამარქვი უპასუხისმგებლო, არ მაქვს პრობლემა
მაგრამ როცა გაგყავარ კატეგორიაში, რომელიც წიგნებს თავს აკლავს და მაინც აგდებენ უნივერსიტეტიდან, შეურაცხმყოფელია 
 ოღონდ ნუ მეტყვი რომ შენი პოსტი არ მეხებოდა და რა შუაში ვიყავი, შეიძლება ზოგადად დაწერე, მაგრამ ჩავთვალე რომ მეც მეხებოდა   
 
        
Heavy is the head that wears the crown, always someone plotting to take you down.
თუ რამეა, კარგად ვარ. მომბეზრდა და გავაუქმე.