აუ თქვენ რა სასტავი ხართ ტო
სულ წუწუნის პოსტები იდება
სემესტრის ბოლოს ზოგი სტიპენდიას იღებს, ზოგს 0.1 აკლდება
ეხლა დავდებ თქვენ ფსიქოლოგიურ ანალიზს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქევა
წუწუნს აქვს ორი დანიშნულება, რომელიც განსხვავდება წუწუნის მიართულებების მიხედვით
ერთი გათვლილია სხვებზე, წუწუნებს სხვების გასაგონად კოლოქვიუმების და გამოცდების წინ
ამით თავს იზღვევ ცუდი ქულის შემთხვევაში აღარ შეგრცხვება სხვების ან უფრო ნაკლებად შეგრცხვება
წინასწარ ხო გქონდა უკვე ნათქვამი რო ცუდად დაწერე და ცუდ ქულას ელოდები
მეორე მიმართულება არის შენი თავის მიმართ, ამზადებ შენ თავს შედეგისათვის, თუ მართლა ცუდ ქულას მიიღებ უფრო ადვილად გადაიტან და თვითსეფასებაც ნაკლებად დაეცემა
თუ კარგ ქულას მიიღებ მთლად კარგი, იმაზე უფრო მაგარი ყოფილხარ ვიდრე გეგონა
ადიოს