ნიკომელტოლვილად წასვლა იმის იმედით რომ უფასოდ ისწავლი, განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენების ფონზე, არის ძალიან დიდი შეცდომა. როცა ნახევარი მსოფლიო ომებშია ჩართული და იქიდან წამოსული ათიათასაობით ლტოლვილის დაბინავება-სოცუზრუნველყოფას ვერ აუდის განვითარებული სამყარო, რა რეალური ქეისით უნდა მიხვიდე მასპინძელ ქვეყანაში რომ (1) თავშესაფარი მოგცენ და (2) სწავლა დაგიფინანსონ. + სტატუსის მიღებას ხშირად წლები სჭირდება და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური რესურსი გჭირდება რომ ამ ლოდინს გაუძლო. ამოგდე თავიდან ეს აზრი.
ჩააბარე ენის ტესტები, გაგზავნე საბუთები უნივერსიტეტებში და დაელოდე დაფინანსებას. ათასი სახის სტიპენდიაა. მონდომებული ადამიანი აუცილებლად მოიგებს რომელიმეს.
მით უმეტეს რომ უკვე ძალიან ბევრი ქართულენოვანი რესურსია. შეგიძლია
ჩემი ბლოგიდან დაიწყო, ყველა შესაძლო კითხვაზე იპოვი პასუხს, სტიპენდიების კატალოგებსაც საიდანაც შეგეძლება აირჩიო შენზე მორგებული შესაძლებლობა