#42812385 · 9 Nov 2014, 23:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან მაინტერესებს და მჭირდება ქართული ენის (გრამატიკის) სახელმძღვანელო უცხოელებისათვის, რომლითაც ადამიანი შეძლებს გაიღრმავოს ქართული ენის ცოდნა. სრულიად დამწყების დონის არა, დაახლოებით elementary ან lower-intermediate-ის ფარგლებში.
მესაჭიროება უცხოელი მეგობრისათვის, რომელმაც მინიმალური ქართული იცის და ნაწილობრივ შეუძლია კომუნიკაცია.
თუ სახელმძღვანელო წიგნი მთლიანად ქართული იქნება მისაღებია, მაგრამ თუკი სახელმძღვანელოს ფორმატი ისეთია, რომ რომელიმე საბაზისო ანუ გადმოცემის ენაზეა აწყობილი, რომლის მეშვეობითაც ხდება ახსნა ქართული ენის გრამატიკის ან სიტყვების და ა.შ. მაშინ ეს საბაზისო ენა აუცილებლად ინგლისური უნდა იყოს. რუსული არ იცის.
თუ იცით არსებობს ასეთი სახელმძღვანელო ქართული ენისათვის?
თუ არსებობს, სად შემიძლია ვიყიდო? რას მირჩევთ?
გმადლობთ წინასწარ.
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|