19-20 საუკუნემდე მეზიზღება ისტორია. მერე დიდი ინტერესით ვკითხულობ.
და საერთოდ !!! შეუძლია ვინმეს ამიხსნას რა აზრი დევს ქართულის თემებში? აი, კარგად ვწერ, კი, მართლა გამომდის, მაგრამ რა აზრი დევს?


როგორც მოგეხსენებათ, ქართული ლიტერატურა ერთსა და იმავე მოტივებზეა აგებული - სამშობლო, კაცობა. ყველგან ერთი და იგივე რაღაც იღეჭება.

აი, რაზე უნდა ვწერდე თემაში იმას, რასაც არ ვფიქრობ? 1 ფურცელს რომ წაიკითხავ, რანაირად უნდა გამოიტანო დასკვნა, რომ გმირია? კი, მართლა კარგი ადამიანია ტექსტში დახასიათებული, მაგრამ ჰომ მაინც ყველამ ვიცით, რომ არა იმიტომ აგვყავს ცამდე ეს გმირები, რომ ასე ვფიქრობთ, არამედ იმიტომ, რომ ფურცელი გაივსოს და ვინმე "პატრიოტმა" გამსწორებელმა სამშობლოს ღალატში არ დაგვდოს ბრალი?

შესაძლებელია მაინც 2 ნაირი დახასიათება ჰქონდეს ერთ პერსონაჟს? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ რეპეტიტორები მხოლოდ იმ კუთხით დაგანახვებენ პერსონაჟს, რომელიც ქართულ მოტივებზეა აგებული და შენს აზრს არ გამოგათქმევინებენ.
რატომ უნდა ვწერო სიყალბე?
ყველა თემაში ერთი რამეა - ან უნდა ცამდე აიყვანო პერსონაჟი ან მიწასთან გაასწორო, მოღალატე, არაკაცი გამოიყვანო. კონტრასტია საოცარი.

This post has been edited by Nimrodel on 14 Apr 2015, 15:56