ცოტა გრძელი ამბავია, დადიოდნენ მასწავლებლები მაგრამ არაფერს არ ვუსმენდი და მარტლა არაფერი არ გამიგია.
ერთი ქართული ვიცი კარგად.
იყო რაღაც მიზეზები რის გამოც არ ვაპირებდი ჩაბარებას და ძალით მოყავდათ მასწავლებლები.
ეხლა ის მიზეზი აღმოვფხვერი ხოდა მინდა ჩაბარება.
დღეს ვიყავი ინგლისურის მაწავლებელთან, იმის მიუხედავად, რომ ინგლისურში წლებია სწავლით არაფერი მისწავლია, უბრალოდ კომპიუტერთან მაქ ხოლმე შეხება და რაღაცეებს ვკითხულობ ინფორმაციას.
ტესტი დამაწერინა ეროვნულის.
TASK 1 დასათაურებაში 12 კითხივდან 10 სწორად დავწერე და ჩემი თავის მეთვითონ გამიკვირდა.
აი სიტყვების ჩასმა და ეგეთები 80% სწორად ვაკეთებ, ანუ ლექსიკა და სიტყვათა მარაგი მაქ , მაგრამ გრამატიკის სავარჯიშო მომცა და ერთის მეტი სწორად ვერ გავაკეთე 8 სავარჯიშოდან და თემასაც ვერ ვწერ. გრამატიკა არ ვიცი და რაუნდა დავწერო

ხოდა მითხრა, რომ სიტყვათა მარაგი გაქო და კარგად დამიწერე გრამატიკული ნაწილის გარდა ყველაფერიო და რავიცი თუ მოემზადები ეს 3 თვე ჩემთან კვირაში 2 ჯერ მოდიო საათნახევარი გამეცადინებო , 70 ქულას აგაღებინებო რა ალბათო. იქაც თემის დაწერაშიც 16 ქულიდან 6 ქულა მაინც, რომ აიღო სულ არაფერს მაგდენს მაინც მოგამზადებო და გრამატიკული სავარჯიშო, რომ არის 1 TASK არის მარტო გრამატიკული, ბედი შენიო , რომ ლექსიკაზეა დამოკიდებული მეტწილად და სიტყვათა მარაგზეო და არა გრამატიკაზეო თორე ვერ ჩააბარებდიო.
___
ისტორიაში თარიღები არ მისწავლია საერთოდ არ გადამიშლია წიგნი, პროსტა ზეპირად რასაც მიყვებოდა ხოლმე მასწავლებელი და დამაინტერესებდა ისინი მამახოსვრებოდა. ეხლა რომელ საუკუნეში გავქრისტიანდით, თამარ მეფე ვინ იყო, ქმარი ვინ იყო, შვილები, დიდგორის ბრძოლა და ეგენი ისედაც ვიცოდი.
ხოდა ეხლა 3 თვე მაქ დღეში ათი თარიღი , რომ ვისწავლო ისტორიაში 10 X 90 = 900 თარიღს და ვერ მოვასწრებ ვითომ?
თან ისტორიის ეროვნული ტესტი, რომ ვნახე ძაან ადვილია.
_____
აი კიდე უნარები და მათემატიკა ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი , მასწავლებელი არ მივარგა რა თან.
არც მე ვიკლავ თავს, 2 საათი, რომ უნდა მამეცადინოს 20 წუთში ვუშვებდი ხოლმე

ისიც სიხარულით მირბოდა.
მაგაზე დამერხევა ალბათ, არადა უნარებს ყველაზე დიდი კოეფიციენტი აქ, ეროვნულზეც მჭირდება.
______
ქართულში კიდე ძმაო მხეცი ვარ, სავალდებულო ქართულს 80 ქულაზე ავქაჩავ უეჭველი რა.
ეხლა დიდოსტატის მარჯვენა და ეგენი არ მისწავლია, მარა რაც ეროვნულებზე შედის შეცდომების გასწორება, ტექტის რედაქტირება და ა.შ.
მაგეებს მაგრად ვაკეთებ.
ხოდა რას იტყვი ესეთი ცოდნით, თსუ -ს კარს ვერ მივუკაკუნებ ხო?