sallli119. რა არის კრედიტი?
კრედიტით იზომება სტუდენტის მიერ საგნის შესწავლისათვის დახარჯული დრო. იგი მოიცავს საგნის შესწავლისათვის გამოყოფილ როგორც საკონტაქტო (სალექციო, ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები), ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის დახარჯულ დროს.
20. ერთი კრედიტი რამდენი საათია?
ერთი კრედიტი 25 საათის ტოლია.
21. რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240
კრედიტი. ამ რაოდენობის კრედიტების შესრულება შესაძლებელია:
ა) ძირითადი სპეციალობის (major) 160 კრედიტის, დამატებითი სპეციალობის (minor) 60 კრედიტისა და თავისუფალი 20 კრედიტის ერთობლიობით;
ბ) მხოლოდ ძირითადი სპეციალობის (major) კრედიტებისა და თავისუფალი კრედიტების ერთობლიობით;
საბაკალავრო პროგრამის ფორმატის დაგეგმვა სტუდენტის პრეროგატივაა და იგი თავისუფალია თავის არჩევანში;
დამატებითი სპეციალობისა და თავისუფალი კრედიტების არჩევა დასაშვებია საბაკალავრო პროგრამებიდან როგორც ძირითადი ფაკულტეტის ფარგლებში, ასევე თსუ სხვა ფაკუტეტებზეც.
https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zus...tk/kitxvebi.pdf