https://www.facebook.com/events/1034553779893310/პირველად საქართველოში ოლიმპიადა “LOGICSER” ლოგიკაში იწყება.
✎ თუ ხართ სტუდენტი ან აბიტურიენტი - ეძებთ შესაძლებლობას გამოსცადოთ თქვენი ნიჭი, დაიმსახუროთ საუკეთესო პრიზები და გახდეთ Logicser-ის სტიპენდიატი, გამოიყენეთ შანსი, დარეგისტრირდით და აქციეთ თქვენი ცოდნა რეალურ შესაძლებლობად!
◙ ოლიმპიადა მიზნად ისახავს:
▷ ხელი შეუწყოს სტუდენტებში ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას;
▷ შექმნას შესაძლებლობა - სტუდენტებმა გამოსცადონ საკუთარი ნიჭი;
▷ მისცეს შანსი სტუდენტებს მიიღონ საერთაშორისო ტესტებზე მუშაობის გამოცდილება;
◙ ოლიმპიადა ჩატარდება 2 ეტაპად:
▷ პირველი ტური გაიმართება საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში, სადაც სტუდენტები იმუშავებენ საერთაშორისო GRE-ის სტანდარტზე დამუშავებულ ტესტზე;
▷ მეორე - ეროვნული ტური ჩატარდება თბილისში; სტუდენტმა უნდა გადალახოს 60%-იანი ბარიერი იმისათვის, რომ მოხვდეს მეორე, ფინალურ ტურში;
◙ პრიზები
▷ I ადგილზე გასული მონაწილე, საქართველოს მასშტაბით, მიიღებს 2250 ლარს!
▷ II ადგილზე გასული მონაწილე, საქართველოს მასშტაბით, მიიღებს 6 თვიან სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით!
▷ III ადგილზე გასული მონაწილე, საქართველოს მასშტაბით, მიიღებს 3 თვიან სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით!
▷საუკეთესო ათეული საჩუქრად მიიღებს პლანშეტებს!
✎ საუკეთესო ასეულს დაუფინანსდება მონაწილეობა საგაზაფხულო სკოლაში, რომელიც გაიმართება ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში თემაზე: “საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ხელოვნება”;
✎ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
▷ აბიტურიენტებს;
▷ საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს;
◙ როგორ ჩავერთო ოლიმპიადაში LOGICSER?
✎ ოლიმპიადაში მონაწილეობა ხდება რეგისტრაციის საფუძველზე;
✎ რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 15 ლარს;
◙ რეგისტრაციისათვის საქართველოს ბანკში ჩარიცხეთ თანხა შემდეგ ანგარიშზე:
GE93BG0000000516606101GEL
✎ გადახდის დროს დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მონაწილის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი/სკოლა, საკონტაქტო ნომერი. ოლიმპიადის დღეს უნდა წარადგინოთ გადახდის ქვითარი
◙ რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 აპრილის ჩათვლით!
▷ ოლიმპიადის პირველი ტური ქ. თბილისში ჩატარდება 19 აპრილს;
▷ ოლიმპიადის პირველი ტური რეგიონებში ჩატარდება 26 აპრილს;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
☎ 557571141 ✉ logicser@ipe.org.ge