1. ასოების ჩანაცვლებაში უეჭველი დ-ა
რადგან ყველა ვარიანტში ათას რაღაცა იქნებოდა ჯამი ორი სამნიშნა რიცხვის და შესაბამისად 1-იანით დაიწყებოდა.
2. ავტობუსი მარტივი იყო. 60-ია მანდ პასუხი.
3. სასწორებზეც ადვილი იყო. ერთი ფორთოხლის მასა იყო 2 ვაშლი.
და ასევე 1 ფორთოხალი იყო ერთი ვაშლის და ერთი 250 გრამიანი საწონის წონის ტოლი.
აქედან გამოდიოდა, რომ 1 ვაშლი არის 250 გრამი, ე.ი. ფორთოხალი არის 500 გრ. 2 ფორთოხალი იყო 1 ანანასი და 1 ვაშლი.
ე.ი. 1000 გრ = 250 + x და ანანასი გამოდიოდა 750.
შესაბამისად უცნობი საწონი იყო 500 + 750 = 1250
4. უჯრების შეღებვაზე 4-ია პასუხი.
5. სამკუთხედის ფერდებში პასუხია 1, რადგან თუ ორი ფერდი 1-ია, მესამე 1 ან 1-ზე ნაკლები უნდა იყოს. თუ 1-ია, მაშინ ტოლგვერდა გამოდის, რაც პირობას ეწინააღმდეგება.
6. შვილმა 6-ჯერ დიდი მამის ასაკს თავისი გამოაკლო და დედის ასაკი მიიღო.
პასუხია 24.
მანდ შვილის ასაკს თუ დავარქმევდით x-ს, მაშინ მამის ასაკი გამოდიოდა 6x, ხოლო დედის - 5x
ხოლო დედის და შვილის ასაკების სხვაობა იქნებოდა 4x, ე.ი. პასუხი 4-ის ჯერადი უნდა ყოფილიყო
ასეთი კი იყო 24.
7. x^2 * y^2 > 0 - აქ სხვადასხვა რიცხვების და ერთი და იგივე რიცხვების კვადრატებიც 0-ზე მეტია.
x * y < 0 - ერთი და იგივე უარყოფითი რიცხვის ნამრავლი 0-ზე ნაკლები ვერ იქნება, ისევე, როგორც ერთი და იგივე დადებითის.
ამიტომ მეორე პირობიდან ცხადია, რომ x და y სხვადასხვა რიცხვია.
8. სიჩქარეების ჯამის და დროის ცოდნით მანძილის გაგება შესაძლებელია.
S1 = v1 * t
S2 = v2 * t
S1 + S2 = v1 * t + v2 *t = t (v1 + v2)
სიჩქარეების სხვაობიდან მანძილს ვერ გავიგებთ, რადგან სიჩქარეების სხვაობა თუ 2-ია, ეს სიჩქარე შესაძლებელია, ნებისმიერი 2 რიცხვი იყოს, რომელიც სხვაობაში 2-ს გვაძლევს.
9. ფესვების წერა მეზარება და ფუძის ფართობი იყო 12. უეჭველი ინფორმაციაა, ჰოროსკოპში წავიკითხე