სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის
აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4
ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.
ამასთან, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია: ა) თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი,
რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას, ბ)
მოითხოვოს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ტესტის ოთხივე
ნაწილში, გ) დააწესოს კომპეტენციის უფრო მაღალი მინიმალური ზღვარი ტესტის
ერთი, რამდენიმე, ან ყველა ნაწილისათვის.
GIORGI 
შენ სადაც აბარებ იმ უნის ჰქონდეს მთავარია იმ სამ ნაწილში "დაბრო" სადაც შებ გადაკახე. მანდვე წერია ლინკში
ეს კიდევ უნიში როგორ უნდა მოხვდე კონ კურენციით:
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი. ჩარიცხვის პროცესში უმაღლეს
სასწავლებელს უფლება აქვს სსგ-ის ბარიერგადალახული აპლიკანტები სამაგისტრო
პროგრამაზე ჩარიცხოს მხოლოდ სპეციალობაში გამოცდის შედეგების მიხედვით. იმ
შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევს ჩარიცხვის პროცესში
სსგ-ის შედეგების გათვალისწინებას, სასწავლებელი სსგ-ს და გამოცდას
სპეციალობაში ანიჭებს გარკვეულ კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლი
უნდა იყოს. ამასთან, სსგ-სათვის მინიჭებული კოეფიციენტი უნდა იყოს არანაკლებ
35-სა და არაუმეტეს 65-ის ტოლი. სსგ-სათვის მინიჭებული კოეფიციენტი უნდა
ნაწილდებოდეს ტესტის ოთხივე ნაწილზე (თითოეული ნაწილისათვის მისანიჭებელ
კოეფიციენტს განსაზღვრავს უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ ეს კოეფიციენტი
თითოეული ნაწილისათვის არანაკლებ 5-ის ტოლი უნდა იყოს). სამაგისტრო
პროგრამაზე ჩარიცხვის საკონკურსო ქულის დაანგარიშება ხდება შემდეგი
პრინციპის მიხედვით: სსგ-ის თითოეული ნაწილისა და სპეციალობაში გამოცდის
ნორმირებული ქულები (მიღებული შეფასება გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე)
მრავლდება შესაბამის კოეფიციენტებზე და ჯამდება.
Hey Berryგვაიან არის სექტემბრის ბოლოსკენ, ყველაზე გვიან ილიასია ხოლმე, სწავლაც გვიან იწყება როგორც ვიცი..
მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი
This post has been edited by Future> on 22 Jul 2015, 12:42