buskuniaარაფრის, რა მადლობა
narkozeliმაგაშიც წინასწარვე გაერკვევი, არის რამდენიმე სავალდებულო საგანი, რომელიც როგორც მოგიხერხდება გადანაწილება - ისე უნდა აირჩიო. ამ სავალდებულო საგნების ჩამონათვალი ყველა მიმართულებას აქვს და აღნიშნულია. თუმცა, უნდა გაითვალისწინო, რომ ზოგი სავალდებულო საგანი შემდეგ სხვა საგნის წინაპირობაა, შესაბამისად, თუ რომელიმე საგნის გავლა გინდა და მას წინაპირობა აქვს, ეს წინაპირობა ადრევე უნდა გაიარო, რომ შემდეგ სასურველი აირჩიო. სავალდებულოების გარდა, ასევე არის არჩევითი საგნები, ანუ საგნები - თუ გინდა რომ გაივლი და თუ გინდა არა...
მაგრამ, არჩევითი საგნებიც სავალდბულოა, ოღონდ შემდეგი კუთხით - არჩევითებიდან რომელ საგანსაც გინდა აირჩევ, მაგრამ კონკრეტული რაოდენობა აუცილებლად უნდა აირჩიო.
ცხრილს შენთვითონ ადგენ შემოთავაზებული საგნებიდან და დროის ალტერნატივიდან.
შეიძლება, ყველა სასურველი საგანი ერთ სემესტრში ვერ აირჩიო, რადგან დროები ემთხვეოდეს, ამიტომ შემდეგი სემესტრისთვის გადადებ...
საიტზე დევს სავალდებულო საგნები მაგისტრატურისთვისაც და ბაკალვრიატისთვისაც, შესაბამისად - არჩევითებიც...
თუ ვიპოვე, დაგილინკავთ,

ახლა უბრალოდ ჩემი ძმიშვილის ლეპტოპით ვარ და აქ კიდე ოფისი არ აყენია, საიტზე კიდევ ექსელ ფაილებით არის ხოლმე ატვირთული.
ამიტომ, შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ დავაყენებ ამ ოფისსაც, მჭირდება და დავიტანჯე :/
უი, ჰო, დამავიწყდა... რაც შეეხება ლექტორებს - ფბ-ზე გვაქვს ფსიქოლოგებს ჯგუფი - "საგნები და ლექტორები"... კონსულტაციებს გავდივართ იქ

ყველა ლექტორსა და საგანზე ამომწურავ ინფორმაციას ვღებულბთ და მერე ვირჩევთ იმის მიხედვით - გვიღირს თუ არა

თუ სხვა მიმართულებებისთვის ასეთი ჯგუფები არ არის, არც ეგაა პრობლემა, წინა კურსელებს დაეკითხები და ეგაა

კონსულტაციები უფროსკურსელებთან და პრობლემაც მოგვარებულია, შემდეგ დაახლოებით წარმოდგენა გაქვს რომელი ლექტორი როგორია

მაგრამ, ხანდახან არის შემთხვევა, როცა სავალდებულო საგანს ერთი ლექტორი კითხულობს (იშვიათაად, მაგრამ შეიძლება იყოს), ასეთ დროს არჩევანიც აღარ გაქვს და ყველა ვარიანტში ირჩევ იმ ლექტორს. მაგრამ, როგორც წესი, ასე არ ხდება...
გარდა ამისა, კარგი ლექტორების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია ხოლმე ;დ ყველამ იცის ვინაა საუკეთესო და ვის არ უნდა გაეკარო ;დ
ამიტომ, არაა თული იმის გარკვევა, რომელი საგანი ვისთან აირჩიო
თუ კიდევ იქნება შეკითხვები, მზად ვარ გემსახუროთ
This post has been edited by Piqush on 12 Sep 2016, 17:07
I'm not what happened to me ..
i'm what i choose to become !!