irakli333http://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicD...tro-programebzeმაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გაივლიან შემდეგ მისამართზე: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი - მ. თამარაშვილის ქ. N4, ოთახი H-120 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან )
მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
განაცხადი (ივსება ადგილზე);
პირადობის მოწმობა და მისი ასლი; თუ აპლიკანტი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანი.
2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, 2015 წლის სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
3X4 ზომის ორი ფოტოსურათი და მისი ელვერსია (CD);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება მიღებული გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; იმ შემთხვევაში, თუ ბაკალავრის საფეხური დამთავრებული აქვს უცხოეთში, აპლიკანტმა შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ესე/პორტფოლიო, თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს;
იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.
ესეც ეკოლოგია
http://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicD...ramebi/ekologiaცოტა უაზრო საიტი კი აქვთ ისე
მანდ ნომრები რო აქვთ მითითებული აზრი არ აქვს დარეკვას..
2-ჯერ დავრეკე და ორივეჯერ პასუხი : ჩვენ საიტზე დევს ინფორმაცია და გაეცანით.
იქნებ არ მაქ ინტერნეტთან წვდომა და რა ჯანდაბას გავეცნო ?!
მაშინ რა აზრი აქვს მაგ ნომრების განთავსებას ?!