QWertWQ3იანი იყოს
ერთი ამბავიც გადამხდა ამასობაში,
გამოცდიდან რომ გამოვედი ვიღაც დამკვირვებელი იყო(გულზე ებნია რაღაც, შეიძლება ვინმე სხვა იყო, არ ვიცი) , ხოდა სახელით და გვარით მომმართა, შენ ხარო?
კი მეთქი, ნუ ჯერ რატომ იცოდა ჩემი სახელი და გვარი არ ვიცი, მერე რაღაცები მკითხა რაზე აბარებო და ა.შ. ,
და ბოლოს მკითხა, ფორუმზე თუ ფეისბუქზე შენ დადე ის ქართულის ტესტიო? ( ადრე რომ დაიდო ფეისბუქზე, ვიღაცამ რომ დადო, იმის ლინკი დავდე აქ რა)
ხოდა გამოვ***ვდი, მეთქი ამან საიდან იცის ფორუმზე რა ნიკით ვარ ან იმ ტესტის ლინკი რომ დავდე, ან მთელი პოსტები უნდა გადაექექათ და შეიძლება სადმე ენახათ ჩემი პირადი ინფო,
ან ჩერეზ ფორუმის ადმინისტრაცია IP და ჩერეზ Silknet ვისი IP ია, რაც კანონის დარღვევაა ფორუმის ადმინისტრააციის მხრიდანაც და silknet ის მხრიდანაც,
აბა ფორუმზე ჩემი გვარი არავინ იცის, მარტო სახელი, ისიც 3-4 კაცმა.
ხოდა ალბათ ტესტის ვარიანტი რომ გაიპარა იმის გამოძიება დაიწყეს მეთქი, მაგრამ მე რას მომადგნენ, ან ამნაირი ფორმით რატომ მკითხავდნენ,
მე როგორც იყო ისე ვუთხარი, მეთქი ფეისბუქზე დადეს და იმის ლინკი დავდე ფორუმზე.
სგ, სგ, გამომძიებელი ვიბაზრე
This post has been edited by Ex3cuTioN on 15 Jul 2015, 17:53