დღეს, მეორე პროგრამის გასაუბრებაზე ვიყავი.
დილით, ვფიქრობდი საერთოდ წავსულიყავი თუ არა, კარგია რომ მივედი.
კომისიაში ის ადამიანი დამხვდა, ვის აზრსაც პატივს ვცემ.
კარგია, როდესაც გასაუბრებას პროგრამის ხელმძღვანელი ესწრება,
რადგან მან უკეთ იცის როგორი ხალხი აკლია მიმართულებაზე და ვინ სჭირდება.
ვფიქრობ, ყველა პროგრამაზე ასე უნდა იყოს,
უნდა გაგესაუბროს ის ადამიანი, ვისთანაც მომავალში მოგიწევს ურთიერთობა,
თორემ ზოგიერთი დოქტორანტი მოვალეობის მოხდის მიზნით ატარებს გასაუბრებას.
მოკლედ, ამ გასაუბრების ქულებს დაველოდები
P.s ქალი კომისიის წევრები, აპრიორი, არ მიყვარს. არასდროს მიმართლებს მათში.
Scoorpუპირატესობას ნებისმიერ ილიაუნელს კი არ ანიჭებენ,
უბრალოდ, არიან სტუდენტები, რომლების 4 წელი სწავლობდნენ ამ უნი-ში და ლექტორები,
(რომლებიც კომისიის წევრები არიან) მათ კარგად იცნობენ და გულშემატკივრობენ (აშკარად თუ ლატენტურად).
მაგ. როდესაც იცი რომ ვინმე ა კარგი სტუდენტია, შენს ხელში გაიზარდა,
მას გასაუბრებაზე არ დაჩაგრავ და ავტომატზე კარგ ქულას დაუწერ.
ვინმე ბ-ს კი, რომელსაც სხვა უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, უფრო კრიტიკულად აფასებ,
რადგან მის გასაცნობად მხოლოდ 10 წუთი გაქვს.
თანაბარ პირობებში არ არიან სტუდენტები და ამაშია პრობლემა.
მარტო ,,ილიაში" კი არ ხდება ასე, თსუშიც ეგრეა და ბევრგან.
ვფიქრობ, ობიექტურობისთვის, გასაუბრებაზე ის ხალხი უნდა იყოს, რომელიც არც ,,ილიელს" იცნობს და არც სხვა უნივერსიტეტელს
ჩარლითქვენი პოსტის წაკითხვის შემდეგ თავი ბნელ, ძალადობისაკენ მიდრეკილ, მოძველბიჭო და მოფაშისტო ინდივიდად ვიგრძენი