ერთი ფრიად საინტერესო კითხვა მაქვს მეც.
მოკლედ, ილიაში წარჩინების დიპლომთან დაკავშირებით წავაწყდი ასეთ რამეს:
http://iliauni.edu.ge/uploads/other/15/15602.pdfწარჩინების დიპლომს გაძლევენ იმ შემთხვევაში, თუკი საგნების 80%-ში (ანუ 34 საგანში) გაქვს არანაკლებ 91 ქულისა, ხოლო დანარჩენ 20%-ში (ანუ 8 საგანში) გაქვს არანაკლებ 81 ქულისა. (სულ 42 საგანი გვიწევს ოთხი წლის მანძილზე).
ახლა რაშია საქმე.
მოგეხსენებათ, არგუსზე ახალი ფუნქცია დაემატა - "რეტინგი", რომელიც გიჩვენებს მთლიანი სემესტრების საერთო საშუალო ქულას. ვთქვათ, წესებიდან გამომდინარე იდეალურ ვარიანტში, სტუდენტს ჰყავს 80%-ში (34 საგანში) 92 ქულა, ხოლო დანარჩენ 20%-ში (8 საგანში) 82 ქულა. მაშინ საერთო საშუალო ქულა 90-ც კი ძლივს გამოდის. ახლა კი ვთქვათ, მე მყავს 33 საგანში 91-ზე ბევრად მეტი ქულები, ხოლო 81-ზე დაბალი ქულა მხოლოდ 3 საგანში მყავს. საერთო საშუალო მთელი ოთხი წლის მანძილზე 93 და რაღაც ქულა გამომდის.
ყურადღება, კითხვა:
ესეიგი, რეიტინგის მიხედვით, 90 ქულიანმა უნდა აიღოს წარჩინების დიპლომი და 93 ქულიანმა არა?

თან როცა GPA 3,7 მყავს

(ვიცი, არ ითვლიან ილიაში GPA-ს, მაგრამ არსებობს არაერთი საიტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლია დათვალო).
იქნებ გამარკვიოთ, რა ხდება

:D