UTDდა ვინ გითხრა, NAEC-მა?
გამოცდებს ეგ ატარებს და მაგათ საიტზე ეს უწერიათ
http://www.naec.ge/erovnuli-erovnuli-gamoc...html?lang=ka-GEაბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ.
მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა.
15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა;
მაგ.: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.
ხოლო ფაკულტეტებზე წერია ცნობარში
http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/cnobari_2016_web.pdfაბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი (პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი) სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე -
იგი თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით შედის საკუთარ გვერდზე და შეაქვს სასურველი ცვლილებები.
აბიტურიენტი ყველა ცვლილების დადასტურებას მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აბიტურიენტი პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლის!
დამატებითი ინსტრუქციები განთავსდება შეფასებისა და გამოცდების
აპელაცია ხდება შედეგების (ანუ ნედლი ქულების) გაგების შემდეგ, სადღაც აგვისტოში. მეტი რაღა განმარტება უნდა ეწეროს?
This post has been edited by Accident on 12 Mar 2016, 23:07