ჩარლირაც მახსოვს: შედარება - ერთი მოვლენა ან საგანი შედარებულია მეორესთან, მაგ: "ისე ყარს, როგორც განავალი"(

) "ვითარცა მხეცი მძვინვარე ყიოდა და იზახდა ვოთარცა ცოფი."(შუშანიკის წამება)
ეპითეტი : ძირითადად ზედსართავი სახელებია, ახასიათებს საგანს და გამოხარავს ემოციას, მაგ: "ბნელი ღამე" "ლამაზი გოგო" "საშიში ფილმი" და ა.შ.
მეტაფორა-გადატანითი მნიშვნელობაა მოკლედ, მაგ: ამ ამბავმა დათოს გული გაუტეხა;
დაპირისპირება(კონტრასტი, ანტითეზა(ესენიც ქვია)): საპირისპირო რაღაცეებია აღწერილი გვერდიგვერდ, ამით ხაზი ესმევა და უკეთესად წარმოჩინდება, ერთ-ერთი დებულება: მაგ:"მამამან შენმან წმინდანი შემოხუნა ხოლო შენ დევნი შემოიხუნენ (შუშანიკის წამება).
ჰიპერბოლა–ლიტერატურული გაზვიადება. მაგ "კბილთა გამომკრთალთა შუქთა ველსა მოაფენდა"(ფეფხისტყაოანი)
რიტორიკული მიმართვა: მხატვრული ხერხი, რომლითაც ავტორი ქმნის განწყობას, მიმართავს საგანს ან გმირს, რომელსაც გამოპასუხება არ შეუძლია. მაგ: "შენ გამო წმიდაო მოწამეო სიყვარული ქრისტესი კვალად განახლდა."
ლიტერატურული გამეორება–ერთი და იგივე სიტყვა მეორდება რამდენჯერმე შთაბეჭდილების/ემოციის გაძლიერების მიზნით: ქრისტერ მიჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მასმოღვაწეობასა, შენსა მას სიმხნესა..."
ალიტერაცია– ერთი და იმავე თანხმოვნების გამოყენება: "კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე."
პოეტური სენტენცია–ხმოვნის დამატება რიტმისა ან რითმისათვის(პოეზიაში): "ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხ
ანები."
რეფრენი: ტაეპები, რომლებიც ლექსში გარკვეული წესით მეორდება(ემოციის გაძლიერების მიზნით). (მაგალითს ვერ ვიხსენებ)