ხო, საგრანტო ქულის გამოთვლისას, უნარები მრავლდება 1.5 კოეფიციენტზე, ხოლო დანარჩენი 1-ზე და იკრიბება.
მაგრამ დავამატებ, რომ არის კიდევ სხვა გარემოებებიც.
ერთი ის, რომ ზოგადად უნარები უფრო რთული გამოცდაა.
შესაბამისად, მაღალ ქულებს 70+ უფრო ნაკლები იღებს ამ გამოცდაში, ვიდრე დანარჩენში
ამიტომ, სკალირებისას, უნარების მაღალ ქულებს, უფრო მაღალი სკალირებული შეესაბამება, ვიდრე სხვა საგნებს.
ასევე, დამატებითი საგნების უმეტესობასაც მაღალი სკალირებული ქულა შეესაბამება, რადგან ესეც სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს და უფრო ცოტა აბარებს, ვიდრე სავალდებულოებს.
მაგალითად, ფიზიკა თან რთულია და თან ისე ცოტა აბარებს, რომ ბევრი ვერ იღებს მაქსიმალურ ქულას.
ამიტომ, მისი სკალირებული ქულის მაქსიმუმი 200-მდეც აღწევს, მაშინ როცა ინგლისურში, ყველაზე მაღალი სკალირებული 182-მდეა.
რადგან, ინგლისური უფრო ბევრმა იცის კარგად, თან ბევრი აბარებს და კონკურსისას "წონას" კარგავს.
2013 წლის შესაბამისობის ცხრილებში შეგიძლია ნახო ეს ყველაფერი.
http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/2013-n...esabamisoba.pdfამიტომ, უნდა გაითვალისწინო რომ უნარებში და არჩევით საგანში უფრო მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მაღალი ქულები, ვიდრე ქართულსა და ინგლისურში.
თუმცა, დაბალი ამათშიც ხელისშემშლელია. უბრალოდ მაღალ ქულებში, უნარების ერთი დამატებითი ქულა უფრო ფასობს ვიდრე თუნდაც ინგლისურში.
მაგის გარდა, ასევე ჩანს, რომ ტექნიკურ საგნებს ვინც აბარებს, ისინი უკეთესს ქულებს იღებენ ზოგადად, სხვა საგნებშიც.
ანუ, ვინც მათემატიკაში იღებს 50+ ქულას, ის უნარებშიც მაღალს იღებს, ქართულშიც და ინგლისურშიც.
რადგან უფორ აქვს განვითარებული ლოგიკური აზროვნება, რაც ეხმარება პრობლემების გადაჭრაში, მიუხედავად იმას, როგორი ცოდნა აქვს.
ხოლო, ვინც "გეოგრაფიას", "ბიოლოგიას", "სამოქალაქო განათლებას" და მსგავსს საგნებს წერს კარგად, იმათ არ აქვთ მსგავსი შედეგები.
ე.ი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათემატიკაში, ყოველთვის უფრო დიდი კონკურსი იქნება, ვიდრე სხვა საგნებში.
მიუხედავად იმისა, უფრო ბევრი აბარებს მათემატიკას ვიდრე სამოქალაქოს, თუ პირიქით, უფრო ცოტა. მაინც მათემატიკაში იქნება რთული გრანტის აღება.