ნაფიც მსაჯლთა გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში ვერ გასაჩვრდება თუ გამამართლებელია მოსამართლეს შეუძლია
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ხელახალი
განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საფუძვლით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში
გაუქმების შემთხვევაში საქმე სასჯელის ხელახალი დანიშვნისათვის უბრუნდება
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარეს.
მე ვერ გითხარი სწორად , ჩემი ბრალია :დ
ესაა საფუძვლები გასაჩვრების მე-2 ნაწილი ანუ (ზემოთ რაზეც ხდება მითითება)
მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციოსასამართლოში გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო
გადაწყვეტილება მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის
განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის
წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ
არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის
მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ
მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
მოკლედ გასაჩივრების საფუძვლები არის პროცედურული, ნაფიცების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება შინაარსობრივად. გადაწყვეტილების არასამართლიანობაზე შემეშალა მე სასჯელზე წერია აქ , საიდან მახსოვდა არ ვიცი მესამე კურსის მერე არ გადამიშლია ეს კოდექსი მეპატიება :დ =))
. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი
შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად
ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და
გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების
აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. სხდომის თავმჯდომარე არ არის
უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება
მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა მიერ მოწმის
სანდოობის შეფასებას ან რომელიმე მტკიცებულების მნიშვნელობას.
აიიიი ვიპოვეეეე, ეს არის ის მუხლი რომელზეც გეუბნებოდი

ცოტა სხვანაირია იმასთან შედარებით მე რაც მახსოვდა
This post has been edited by AnEeEeE=]] on 17 May 2016, 22:30