რეალურად, საქმე ისაა, რომ მათემატიკას რადგან აბარებ, ეჯიბრები მხოლოდ მათემატიკის ჩამბარებლებს.
ხოლო, იმათი უმეტესობა, ვინც მათემატიკაში კარგ ქულას იღებს, ქართულშიც და ინგლისურშიც კარგს აიღებს და უნარებიც.
ანუ, მათემატიკის ჩამბარებლებს შორის, უფრო მეტი მაღალი საკონკურსო ქულები ფიქსირდება, ვიდრე სხვა საგნების შემთხვევაში.
შესაბამისად, მანდ რთულია დაბალი ქულით გრანტის მოპოვება, რადგან მაღალქულიანები ბევრი იქნებიან და გამოყოფილ გრანტს, ისინი გადაინაწილებენ.
აგერ, შეადარე. მათემატიკაში, ამ ქულებით 50% იყო

მაშინ როცა, გეოგრაფიაში, უფრო ნაკლებით, 100%

იმის გამო, რომ გეოგრაფიაში ცოტას ჰყავს მაღალი ქულები ქართულ/ინგლისურ/უნარებში, ეს ქულები საკმარისი აღმოჩნდა 100%-ისთვის.
მათემატიკაში კი უფრო მაღალი ქულები, 70%-ისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან იქ გაცილებით ბევრს ჰქონდა, უფრო მაღალი შედეგები.
თან ისიცაა, გასათვალისწინებელი, რომ მათემატიკას და უნარებს, უფრო დიდი წონა აქვთ, ვიდრე ინგლისურს და ქართულს.
ეგ იმიტომ, რომ ინგლისურში, ძალიან ბევრი იღებს 95+ ქულას, და ქართულსაც ბევრი წერს კარგად.
მაშინ როცა, მათემატიკაში და მითუმეტეს უნარებში, ერთეულები თუ აღწევენ მაქსიმუმამდე.
რადგან, მათემატიკაში და უნარებში დაბალი ქულა გყავს, ძალიან დაგაკლდება ჯამურ საკონკურსო ქულაში.
This post has been edited by Accident on 31 Jul 2016, 21:05