ყველაფერი არა, მაგრამ არაკომაროველმა ნაცნობმა გოგოებმა კი მაჯობეს, თავის დროზე
მართალია ბოლო ამოცანა ამოვხსენი, მაგრამ ტესტებში მქონდა ბევრი შეცდომა

რეალურად, არაა რთული გამოცდა.
კომაროველობა და ვეკუელობა მხოლოდ 4 ქულიან ამოცანებში შეიძლება გამოგადეს.
ისიც, უფრო ბოლო ამოცანაში, რომელიც გამორჩეული დანარჩენებისგან, რადგან რამდენიმე მოქმედებისგან შედგება და სწორედ ეგ მოითხოვს იმ გამოცდილებას, რომელიც მათემატიკურ სკოლაში შეიძლება დააგროვო. სხვა სკოლებში, მაგ ტიპის ამოცანები, იშვიათად განიხილება ხოლმე, ისიც მხოლოდ მაღალ კლასებში.
ასევე, კლასელი მყავდა, მეთტორმეტეში გადმოვიდა კომაროვში, თუმცა იქამდე ერთი წელი ემზადებოდა კერძოდ.
გამორჩეული გონიერება არ ჰქონდა (მაგას რომ დავაბრალოთ) მაგრამ შრომობდა და მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა მაქსიმუმამდე ეროვნულზე.
მათემატიკის მთავარი "პრობლემა" ისაა, რომ მაგის ჩამბარებლებიდან, ბევრი ახერხებს მათემატიკის მაღალ ქულასთან ერთად, სხვა საგნების და განსაკუთრებით უნარების კარგად დაწერასაც.
რაც, კონკურენციას ზრდის და დაბალქულიანებს, თითქმის შანსს აღარ უტოვებს გრანტის აღების.
მაშინ როცა, სხვა არჩევით საგნებზე, არაა ასეთი ერთგვაროვნება.
ვიღაცამ შეიძლება გეოგრაფია უყვარდეს, ბიოლოგია ან ქიმია და ძალიან კარგად დაწეროს, მაგრამ სამაგიეროდ, უნარები ვერ დაწეროს, ან ქართული.
რაც უკვე საშუალებას იძლევა, რომ რომელიმე საგანში დაბალქულიანმა, სხვა საგანში დაბალქულიანს გადაასწროს და ა.შ.
ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ჯერ ერთი მათემატიკა ყველაზე ახლოსაა უნარების ფორმატთან და მეორეც, მათემატიკის კარგად შესწავლა მოითხოვს ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას.
შეუძლებელია მათემატიკა უბრალოდ დაიზეპირო და 59 ქულა მიიღო.
მაშინ როცა, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში და ა.შ. ეს შეიძლება არ იყოს პრობლემა.
შესაბამისად, ვინც მათემატიკა 59 ქულაზე იცის, იმას ყოველთვის ეყოფა აზროვნება, რომ თუნდაც ქართულ/ინგლისურში სისულელეები მაინც არ წეროს.
მე პირადად, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც მათემატიკაში ან ფიზიკაში ძლიერი ყოფილიყო და ქართულში 40 და უფრო დაბალი აეღო, ან ინგლისურში 50.
რადგან მასეთი, აუცილებლად მოახერხებს, თუნდაც უბრალოდ ლოგიკური კავშირებით, გამართულად დაწეროს ტესტი. ნორმალური ანალიზი გაუკეთოს თემას და ა.შ.
ხოლო, ვისაც მხოლოდ დაზეპირებული აქვს გეოგრაფია და რეალურად ანალიტიკური აზროვნება არ აქვს განვითარებული, ის იმავეს ვერ მოახერხებს.