ვარიანტები დაიდო
თუ სწორად მახსოვს ესე შევასწორე
ძველი ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი კერა არსებობდა სინაზე, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე
მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, III საუკუნის 50-იან წლებში დიოკლიტიანეს მიერ დევნილმა ქრისტიანებმა სინას შეაფარეს
თავი. ამ პერიოდიდან დაიწყო აქ სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანთა მოღვაწეობა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ქართველთა
ყოფნა აქ ჯერ კიდევ VI საუკუნეშია სავარაუდო, მაგრამ მათი მოღვაწეობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა
IX_XI საუკუნეებში, როდესაც არაბობით შეწუხებულმა ქართველებმა პალესტინის მონასტრებიდან სინას მიაშურეს. სწორედ ამ
დროს დაარსდა ქართველთა ძლიერი სათვისტომო.
ქართველებმა შექმნეს მდიდარი წიგნსაცავი, რომელმაც სასულიერო მწერლობის არაერთი ძეგლი შემოგვინახა.
მწიგნობართა ბევრნაირ ლიტერატურულ ინტერესებზე მეტყველებს აქ დაცული ორიგინალური და თარგმნილი თხზულებები.
სინაზე აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია, როგორც სინაზე შექმნილი, ისე პალესტინის ქართული
სავანეებიდან შესული წიგნები. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე მთარგმნელებმა, მწიგნობარ-კალიგრაფებმა, წიგნთა შემკაზმავ-
შემმოსველებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ქრისტიანული კულტურის განვითარებაში. ქართული ხელნაწერები შეიცავს
უნიკალურ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქართული, არამედ მთლიანად აღმოსავლეთის ქრისტიანული
კულტურის შესასწავლად.
მემატიანეთა ცნობით, სინაზე მოღვაწე ქართველ ბერებს საუკუნეების განმავლობაში მატერიალურად მეფე-დიდებულები
და სასულიერო მოღვაწეები ეხმარებოდნენ. XV საუკუნიდან ეკონომიკურად დაუძლურებული სამშობლოდან შემოწირულებამ
იკლო, რის გამოც ქართველთა მრავალსაუკუნოვანმა კოლონიამ არსებობა შეწყვიტა.
This post has been edited by RayV on 5 Jul 2017, 11:53