ორშაბათიდან მეწყება მე უკვე :v ოფიციალურად აღარ ვარ აბიტურიენტი, მაგრამ დრო და დრო შემოვიხედავ ხოლმე და დაგეხმარებით რაღაც-რაღაცებში ხოლმე ^_^
პარალელურად ვათვალიერებდი წინა გვერდებს და რამდენიმე შეკითხვა მომხვდა უცებ და ერთიანად ვუპასუხებ და მერე თქვენთვითონ იმარჩიელეთ რომელი კითხვის პასუხი რომელს გეკუთვნით
ვიღაცას აინტერესებდა ინფორმატიკა და კაროჩე საქართველოს უნივერსიტეტში ვარ ამ ფაკულტეტზე. სიტუაცია როგორია ჯერ ნაღდად ვერ გეტყვით, რადგან ლექტორებთან და შიდა სამზარეულოსთან შეხება არ მქონია

მაგრამ რაღაც ინფო მოვიძიე და სხვებმაც დამიდასტურეს რომ კარგი ლექტორები არიან, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ინფორმატიკა ის თემა არაა რო ლექციებით ისწავლო რამე ^^
კალკულუსის თემაც იყო წამოჭრილი და გეტყვით, რომ ზოგგან ეგრევე კალკულსს არ გაჯახებენ და პრეკალკულუსიდან იწყებ (ჩემ შემთხვევაში ასეა, რადგან მათეტიკის ჩაბარება ვერ გავბედე ეროვნულებზე, რადგან ძალიან რთულია მაღალი ქულის მიღება, ამიტომ დამსვეს პრეკალკულუსზე და როგორც გავიგე კალკულუსი იმ შემთხვევაშია თუ მათემატიკაში 30-ზე მაღალი გაქვს არებული)
უნარების გამოცდას რაც შეეხება, ზღვარის გადალახვით ნუ დაკმაყოფილდებით

ნუ გგონიათ მასე იქ მოხვდებით სადაც გინდათ. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით რომ მაგრად ვზარმაცობდი მთელი წელი, მაგრამ მასწავლებელთან ტესტებს რომ ვაკეთებდი, საკაიფო შედეგს ვდებდი, მარა ბოლო კვირას ეროვნულებამდე კომპიუტერთან დავიწყე ტესტების გაკეთება და მანდ გავჭედე

იტოკში ეცადეთ თქვენი მაქსიმუმის მაქსიმუმი აიღოდ უნარებში, რადგან ამ საგანზეა ძალიან დიდი ყურადღება დათმობილი და კომპიუტერთან ივარჯიშეთ ტესტებთან. ჩემნაირად არ დაგემართოთ

ფურცელზე საკაიფო შედეგს ვაჩვენებდი და კომპიუტერში იმის ნახევარს ან ვქაჩავდი და ან არა o.O