მეც ეგრე მეგონა.
სამწუხაროდ ვცდებოდი

ექიმს რაში ეხმარება პრეპარატების მიკროსკოპში ამოცნობა და ზუსტი აღწერა? ჰისტოლოგიაში მაგასაც გვთხოვენ.
გამოცდა არის საშინელი, ბლოკები ძალიან ცუდადაა შედგენილი, ანუ შედიხარ და ერთ დღეს წერ სხვადასხვა თემაზე სხვადასხვა საგანში თემებს.
ბიოქიმია - 2 თემა, ფიზიოლოგია 2 თემა და 3 ღია კითხვა, ჰისტოლოგია 3 თემა და დანარჩენი ღია კითხვები, ერთი ანატომიაა ტესტური და ვსო.
იყოს კაცო რაც მეტი იცი უკეთესია, მაგრამ ჩასმა ხომ უნდა დროში წესიერად ამ ყველაფერს? ახლა ერთი წლის მასალა 2 თვეში ჩაატიო ეგ არ არის ნორმალური.
ჯერ პირველი კურსის პირველ სემესტრში ციტოლოგიას რომ აჯახებ და 1 თვეში გინდა გაატარო ბავშვებს, მაგრად ტეხავს რა...
პოსტ-ტრავმატული მდგომარეობა მქონდა ოღონდ მართლა, ერთი კვირა დიანა ძიძიგური მესიზმრებოდა და ვითომ კიდევ შევდიოდი და ვერ ვაბარებდი

თან ჰისტოლოგიაში რუხაძის წიგნი არ გვინდაო, თავიანთ კონსპექტებს გვაძლევენ + მეადელეცი და რაღაც უბედურება, თან ყველაზე მაგარი ნაწილი ის არის, რომ ამ სამში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია წერია, ეძებე ახლა მტყუანი და მართალი

ძალიან იშვიათად არიან ცოტა სტუდენტები ვინც აბარებენ უპრობლემოდ, მაგრამ ამის იქით არ იხედებიან ქვეყანაზე
This post has been edited by პოლიმათი on 1 Apr 2017, 11:57