LOLZსავარაუდოდ, ეგრეც იქნება, მოვემზადები და ჩავაბარებ, რადგან ,,ამ ეტაპზე ასეა საჭირო".
მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე, ვიღაცების უაზრო სტანდარტების დაკმაყოფილების პერსპექტივა, ნამდვილად, არ მხიბლავს.
რასაც ვუყურებ, ამ ქვეყანაში, არავინ არაფერს აპროტესტეპს და უფრო მეტიც,
არ უჩნდებათ ელემენტარული შეკითხვაც კი თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად ესადაეს სტანდარტი.
ერთადერთი, ახსენებენ იმას რომ ,,დასავლეთში ასეა მიღებული", ,,ამერიკაში აკრედიტირებული პროგრამაა" და ა.შ..
თუმცა, რეალობაში, არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ არც დასავლური განათლების სისტემა არის იდეალური.
პირიქით, უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და, თუგინდ, ამერიკაში, ზოგადი განათლების დონე ძალიან დაბალია.
რეალურად, უნივერსიტეტშიც ისევ უაზრო სტანდარტების დაკმაყოფილებას გთხოვენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,
ნაკლები შანსი გრჩება, იმისთვის რომ იყო, ის რაც ხარ.
პრინციპში, მე მაინც მოვახერხე

მგონი, ერთადერთი ვარ, რომელმაც ოთხი შეტენილი საგნით წითელი დიპლომი აიღო
თუ ლექტორის მიერ წაკითხული საგანი არ მომწონდა და ბაზიდან საგნის წაშლის უფლებას არ მაძლევდნენ, უბრალოდ, არ გავდიოდი მის გამოცდაზე

ასე გამოვხატავდი ჩემს პროტესტს

მთლიანობაში კი, საქართველოში, მაგიტრატურაშიც ჩარიცხვა, უკვე, მხოლოდ ,,სივიში ჩასაწერ" ატრიბუტად იქცა.
nestora100აიემცეს წიგნი მაქვს, მაგრამ იმ ტიპის ტესტისთვის, რომელიც უნდა ჩავაბარო, უფრო რთული ამოცანებია, ვიდრე მჭირდება.
მითხრეს, რომ გამოცდაზე უფრო მარტივი ამოცანები მოდის.
მაჭარაშვილის წიგნი მირჩიეს, ვიყიდი ამ დღეებში და დავტესტავ.
Scoorpმარტისთვის უნდა იყოს, მე როგორც ვიცი.