სამაგისტროზე უცხო ენა არ ბარდება. სამაგისტროს გამოცდები იყოფა სამ კატეგორიად A, B, C.
A-კატეგორიის ტესტს აბარებენ ჰუმანიტარულ მამართულებაზე, მაგალითად, განათლების, აგრარულის, სოც მეცნიერების ხელოვნების, ბუნებისმეტყველების და მსგავს მიმართულებაზე.
B-ტესტს აბარებენ მათემატიკოსები, ინჟინრები, ფიზიკოსები, IT, ეკონომიკა და სხვა ტექნიკური მიმართულევები.
ხოლო C-ტესტი ბარდება სამართალზე.
ყველა ტესტი შედგება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. მათგან პირველი ორიი ბარდება პირველ დღეს, მეორე ორი შესაბამისად მეორე დღეს. თითოეულ ნაწილს ეთმობა დაახლოებით 70 წუთი.
ტესტის ზოგი ნაწილები განსხვავდება ერთმანეთისგან სირთულით არჩეული ტესტის შესაბამისად.
მაგალითად, წაკითხულის გააზრების ტესტი ყველა A, B და C ვარიანტისთვის ერთი და იგივეა.
ანალიტიკური წერის ტესტი საერთო აქვთ A და B ვარიანტებს, მაგრამ C ვარიანტს აქვს გართულებული ტესტი, სადაც მოითხოვენ გადაწყვეტილების დასაბუთებას.
ლოგიკური მსჯელობის ნაწილი საერთოა ყველასთვის, ხოლო რაოდენობრიი მსჯელობა გართულებულია B-ტესტში, მაშინ როცა A და C ვარიანტებში უფრო მარტივი ამოცანებია.
შენ არჩეულ მიმართულებაზეკონკრეტულ უნივერსიტეტში რომელი ტიპის ტესტი ბარდება, მაგის გაგება შეგიძლია ცნობარიდან, ჯერ მგონი 2017 არ გამოსულა, მანამდე შეგიძლიან 2016-ს გადახედო, უმეტესად არაფერი არ იცვლება ხოლმე წლიდან წლამდე.
http://www1.naec.ge/saerthashoriso-kvleveb...html?lang=ka-GE This post has been edited by AUTOCRAT on 15 Nov 2016, 14:19