საქართველოს მთავრობის
დადგენილება №292
2017 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დაფუძნებისა და დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოში უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, დაფუძნდეს ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
5. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის თანდართული დროებითი წესდება.
6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის მიზნით.
7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის წესდებით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს თეიმურაზ მურღულია (პ/ნ: 01019020642).
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
ეჰ, რა კაცი დავკარგეთ!
არა არს დაფარულ...